მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ევროპული კაფეები" ზუგდიდში

,,ევროპული კაფეები” ზუგდიდში

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში  გაიმართა შეხვედრა  სლოვაკ ექსპერტებთან, რომელიც    „ევროპული კაფეების“ მეორე ტურის  ფარგლებში ჩატარდა. 
სლოვაკმა ექსპერტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს   გაუზიარეს თავიანთი ქვეყნის   გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე  და  მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში ტურიზმისა და   სოფლის მეურნეობის  სფეროში  განხორციელებული რეფორმებისა დ აუახლესი მიღწევების შესახებ.   
პროექტი ექსპერტებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის -საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გარშემო კონსტრუქციულ და არგუმენტირებული დიალოგის დაწყებას გულისხმობს.
იგი   თავის მხრივ არის  პროექტის – „საქართველო ევროპის გზაზე“ შემადგენელი ნაწილი. 
პროექტს ახორციელებს გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი სლოვაკეთის,  ატლანტიკური კომისიის ნატოსა და ევროკავშირში საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით.
 საქართველოში პროექტის პარტინიორები სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ არიან.
,,ევროპული კაფეების''  პირველიტური  ჩატარდა გაზაფხულზე, აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში :  რუსთავში, მარნეულში, თელავსა და  მცხეთაში განხორციელდა. მეორე ტური კი 19 იდან დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება.
 
 

 
 

სიახლეები

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

დავაკავეთ კაცი, რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა და მოწყალებას აიძულებდა – შსს

შშმ პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში...

არ გვინდა გავხდეთ ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს-კობახიძე

იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის...

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...