მთავარისიახლეებიპოლიტიკაბურჭულაძის პარტია სასამართლოს მიერ მისი 4 შემომწირველის დაჯარიმებას...

ბურჭულაძის პარტია სასამართლოს მიერ მისი 4 შემომწირველის დაჯარიმებას აპროტესტებს

Published on

ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ჯანდიერმა დღეს დაანონსებულიპრესკონფერენცია გამართა.
დავით ჯანდიერი გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებას  პოლიტიკური ძალის 4 შემომწირველის 10 000 ლარით დაჯარიმების შესახებ. 
 როგორც ჯანდიერმა განაცხადა, აუდიტის სამსახური პაატა ბურჭულაძის პარტიაზე ზეწოლას დაარსების დღიდან ახორციელებს. მისი თქმით, აუდიტის სამსახური არის ხელისუფლების ფინანსური სუს-ი.
”სულ ახლახანს, საქალაქო სასამართლომ შესაბამისი დადგენილებით ჩვენი პოლიტიკური ძალის 4 შემომწირველი დააჯარიმა 10 000 ლარით. ამ საქმესთან დაკავშირებით ფორსირებული შეტევა ჯერ კიდევ დაანონსდა აუდიტის სამსახურის, გენერალური აუდიტორის მხრიდან 2 სექტემბერს, მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე პირს ჰქონდა ყველა ის ფაქტი დადასტურებული, რომელიც მიუთითებდა მათ ფინანსურ შემოსავალზე. აუდიტის სამსახური, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელისუფლების ფინანსურ სუს-ს, ყველა ზომას იყინებს იმისთვის, რომ ჩვენი შემომწირველების მიმართ ასეთი აგრესიული ქმედებებით მოქმედებდეს. ამას აქვს ორი მიზეზი, ერთი, რომ ის პირები, რომლებიც არიან ჩვენი შემომწირველები და ამავდროულად წარმოადგენენ პარტიის მხარდამჭერებს წინასაარჩევნოდ მათი ბლოკირება და პარალიზება მოახდინონ, ამავდროულად სიგნალი მისცენ სხვებს, რომ არ გაბედონ, არ განახორციელონ შემოწირულება და მხარდაჭერა ჩვენს სასარგებლოდ”, – განაცხადა ჯანდიერმა

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...