მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ბურჭულაძის განცხადებით ამაყია იმით რომ ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის...

პაატა ბურჭულაძის განცხადებით ამაყია იმით რომ ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის შვილი უშბა მისი ნათლულია

Published on

პოლიტიკური მოძრაობა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ამაყია იმით, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის შვილი უშბა მისი ნათლულია. მისი თქმით, ტარიელ ონიანის შვილი ლონდონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტია. ”ტარიელ ონიანი მე პარიზში გავიცანი. მან მთხოვა, მომენათლა მისი შვილი უშბა. ეს 20 წლის წინ იყო, როდესაც მე პარიზში გასტროლებზე ვიყავი. რა თქმა უნდა, მე სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ნათლობა ქრისტიანი ადამიანისათვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. მე ვამაყობ ჩემი მონათლულით. უშბა არის ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსისტი, რომელიც არის დღეს ლონდონში. 400-კაციან კონკურსში გაიმარჯვა სამმა, ერთ-ერთი არის ჩემი უშბა, ჩემი ნათლული, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტია ლონდონის ძალიან დიდ ბანკში”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. მან აღნიშნა ისიც, რომ დიდი ხანია, რაც ტარიელ ონიანთან ურთიერთობა არ ჰქონია, რადგან ის საქართველოში არ ცხოვრობს. 
 

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...