მთავარისიახლეებისაზოგადოებაჰიუიტი ინგლისში აჯიკას ნაყავს

ჰიუიტი ინგლისში აჯიკას ნაყავს

Published on

,,ინგლისში აფხაზური აჯიკის წარმოება დაიწყეს'' – ამაზე ერთობ ამაღლებულ რეგისტრში წერს აფხაზური მედია.
იდეის ავტორია გუნდა ჰიუიტი, რომელიც მეუღლესთან ასტამურ კორტავასთან ერთად  სამხრეთ იორკშირის საგრაფოში, ქალაქ დონკასტერში ცხოვრიბს.ჟურნალისტების კითხვაზე, თუ მომხმარებლის რა რაოდენობაზეა გათვლილი ინგლისში წარმოებული ეს პროდუქცია , მეწარმე პასუხობს, რომ ინგლისში არსებობს აფხაზური თემი, რომელიც ძირითადად,  თურქეთიდან ჩასულ აფხაზური წარმოშობის 170- მდე ადამიანს აერთიანებს, ამ წრეში აჯიკის  დისტრიბუციას მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი  ათაყან მერჩანი ( ჩქოტუა)  იღებს თავის თავზე.
 წყვილი საოჯახო ბიზნესის სერიოზულ გაფართოებაზე ფიქრობს:
 ,, გემრიელად ჭამა ინგლისელებსაც უყვართ, მართალია,  უფრო არაცხარე და ნაკლებმარილიან საკვებს ეტანებიან, მაგრამ  აქ სულ უფრო პოპულარული ხდება ჩინური და ინდური  სამზარეულო და კარგი რეკლამის შემთხვევაში აფხაზური საკმაზითაც დაინტერესდებიან.
უცებ არც 130 წლის ისტორიის მქონე კოკა – კოლა დამკვიდრებულა ბაზარზე .
როცა აჯიკის წარმოების დაწყებას ვგეგმავდით, მხნეობას გვმატებდა რეაქცია, რომელიც ჩვენს უცხოელ სტუმრებს, მათ შორის ინგლისელებს, ფრანგებს, იტალიელებს, რუმინელებს, ალბანელებს ჰქონდათ აფხაზურ სამზარეულოზე ოჩამჩირეში,  ჩვენს სასტუმრო სახლში. მაათ მოსწონდათ და ალბათ მოეწონებათ სხვებსაც უკვე აქ ინგლისში. – ამბობს გუნდა ჰიუიტი.
აჯიკა აჯიკად , მაგრამ  საინტერესოა, რომ გუნდა  არის ქალიშვილი ჯორჯ  ჰიუიტისა,   რომელიც სხვა ცხარე  საქმეებთან დაკავშირებითაც არის ცნობილი. 
 
 

სიახლეები

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას...

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში...