მთავარისიახლეებიპოლიტიკაგორში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

გორში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

Published on

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მედია-მდივნის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გორში დაპირისპირება მოხდა და ეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლება არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების მიზნით პარტიებს მემორანდუმს სთავაზობს.
„ხელისუფლება ერთი ხელით გვთავაზობს მემორანდუმს და თითქოს სურს, არჩევნები ჩატარდეს ცივილიზებულად, მაგრამ მეორე ხელით იქცევა სრულიად ველურად. გორში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სოფელ ფლავისმანში მოხდა, სადაც ბადრი ბასიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ.ხელისუფლებამ ბადრი ბასიშვილს დაახვედრა ზონდერები, კონკრეტულად დაახვედრა მოჭიდავეები და სპორტსკოლის წარმომადგენლები. ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდა მალხაზ მეტრეველი. ეს ადამიანი მუშაობს საჯარო სამსახურში და მას დავალებული აქვს ამ ზონის კონტროლი. მოჭიდავეების და სხვა ზონდერების დახმარებით ისინი ცდილობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არ შეეშვათ სოფელში და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
 
 

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...