მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატარა ზუგდიდელების პირველმა დღემ სკოლაში ახალი ,,დედაენის’’ გარეშე ჩაიარა

პატარა ზუგდიდელების პირველმა დღემ სკოლაში ახალი ,,დედაენის’’ გარეშე ჩაიარა

Published on

ახალი სასწავლო წელი, შარშანდელის მსგავსად, კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყო.  ახალი სახელმძღვანელოები ზუგდიდის სკოლებში ჯერ  პირველკლასელებისთვისაც არ დარიგებულა და  მათმა პირველმა დღემ სკოლაში ახალი ,,დედაენის’’ გარეშე,  ცხოვრების მთავარ წიგნთან  შეხვედრის სიხარულის გარეშე ჩაიარა. 
მათგან განსხვავებით, ახალ სასწავლო წელს გახარებული ხვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.  
,,ახალ სასწავლო წელს ვხვდებით გახარებულები, – განაცხდა მან ჟურნალისტებთან საუბარში  და სიხარულის მიზეზად ერთერთ  დაასახელა ის, რომ ,,ახალ სასწავლო წელს ვხვდებით ,, ძალიან დროულად და ოპერატიულად დარიგებული სახელმძღვანელოებით, მოსწავლეების კომპიუტერებით’’.
ზუგდიდელი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის  ამ სიხარულის განცდა, რატომღაც გადაიდო  და მშობლები   გამოთქვამენ წუხილს, რომ კიდევ ერთხელ დაირღვა ტრადიცია – ,,პირველი დღე სკოლაში  –  პირველი სახელმძღვანელოებით'' 
ცალკე საკითხია, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას  ინფორმაციით, მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოების შერეულ კომპლექტს მიიღებენ, რომელთა დაახლოებით 30% ახალი, ხოლო დაახლოებით 70% მეორადი, 2-3 წლის წიგნები იქნება. მინისტრის ინფორმაციით, ძალიან დაზიანებული წიგნები მოხმარებიდან ამოღებულია. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, წესით ძალიან დაზიანებული წიგნები არც ერთ მოსწავლეს არ უნდა შეხვდეს, თუმცა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ასეთი მაგალითები იყოს.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე,  ჯერ კიდევ 3 ივნისს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა სპეციალური განცხადება, რომელშიც განათლების სამინისტროსგან სახელმღრვანელოების საკითხის დროულად გადაწყვეტას მოითხოვდა. 
„კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასევე, არსებული გამოცდილებით, იმისათვის, რომ სრულფასოვნად განხორციელდეს სკოლების სახელმძღვანელოებით აღჭურვა, ტენდერი არათუ გამოცხადებული, დასრულებულიც უნდა იყოს. (შედარებისთვის – შარშან ელექტრონული ტენდერი დასრულდა 30 ივნისს) არსებული მდგომარეობით, ჯერ სამინისტროს საჭირო რაოდენობის სტატისტიკაც არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ შარშანდელის მსგავსად, კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყება სასწავლო წელი და მშობლებისა და მასწავლებლებისათვის, სასწავლო პროცესისათვის გახდება გადაულახავი პრობლემა.'' – ნათქვამი იყო განცხადებაში. 
პრობლემა უკვე დადგა, მაგრამ განათლების სამინისტროს მხრიდან  რაიმე განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომ არ დაურიგდათ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები ახალი სასწავლო წლის პირველი დღისათვის, ჯერ არ გაკეთებულა.  
 
 
 

სიახლეები

თევზი 20%-ით, ხორცი 10%-ით, პური 7%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა,...

საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები-დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები კობახიძეს შეხვდნენ

"დეტალურად გადავეცით ჩვენ ინფორმაცია მედიკამენტებთან მიმართებაში, მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით... ჩვენ პოზიტიურად ვართ...

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - განაცხადა...

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია რკინიგზის განცხადებაზე დაყრდნობით...