მთავარისიახლეებისაზოგადოებამამაკაცი, რომელმაც ორი დღის წინათ ხობში ბენზინი გადაისხა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელმაც ორი დღის წინათ ხობში ბენზინი გადაისხა, გარდაიცვალა

Published on

მამაკაცი, რომელმაც ორი დღის წინათ ხობის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში ყოფითი კონფლიქტის დროს ბენზინი გადაისხა და უმძიმეს მდგომარეობაში იქნა გადაყვანილი თბილისში, გარდაიცვალა, ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო.  
თვითმხილველთა განცხადებით,  მამაკაცმა დღის პირველ ნახევარში საკუთარი ცოლ-შვილის თვალწინ ბენზინი გადაისხა. მეზობლებს ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის ზუსტი მიზეზის დასახელება უჭირთ. მათი თქმით,  იოსებ ამირი არაბი ეროვნებისაა, ქართველ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ძირითადად ისრაელში ცხოვრობდა და ზაფხულობით საქართველოში ჩამოდიოდა. 
თვითმკვლელობა მან მას  შემდეგ სცადა, რაც მისმა მეუღლემ საზღვარგარეთ მასთან ერთად გამგზავრებაზე უარი განუცხადა. მეტიც,  მათი თქმით, თავდაპირველმა მამაკაცმა ცოლის დაწვა სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალბატონმა შვილებთან ერთად გაქცევა მოახერხა, გაბრაზებულმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა.
ხობში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამჟამად ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...