მთავარისიახლეებისაზოგადოებალევან ბერძენიშვილის ლიტერატურული რემინისცენციები ,, ავთანდილიდან ალუდამდე’' ზუგდიდის არტგალერეაში

ლევან ბერძენიშვილის ლიტერატურული რემინისცენციები ,, ავთანდილიდან ალუდამდე’’ ზუგდიდის არტგალერეაში

Published on

,,ავთანდილიდან ალუდამდე’’ – ასე ქვია საჯარო ლექციას, რომელიც დღეს  ცნობილმა ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა წაიკითხა ზუგდიდის არტგალერეაში. ლექცია კონცენტრირებული იყო ლიტერატურულ-მხატვრულ პარალელებზე და ლიტერატურული რემინისცენციების კავშირზე რეალურ ყოფასთან. 
ლექციას ესწრებოდნენ ფილოლოგიის სფეროში მომუშავე და განსხვავებული პროფესიის,მაგრამ  ლიტერატურული პროცესებით  დაინტერესებული, წიგნისმოყვარე ადამიანები,  მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა ლევან ბერძენიშვილის პოლიტიკური შეხედულებებისადმი.  
,,ლევან ბერძენიშვილს ლიტერატურული  საზოგადოება იცნობს როგორც შესანიშნავ მთარგმნელს, ფილოლოგს, ანტიკური ლიტერატურის ისტორიის  ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტს საქართველოში. მან ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურა'' – ამბობს თეა გაბელია, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან, რომელიც, მისი თქმით, ლექციაზე დღეს ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მოხვდა. 
 

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...