მთავარისიახლეებიკონფლიქტებივლადიმერ ჟირინოვსკი: „აფხაზეთი კრასნოდარის მხარის რაიონი გახდება, სამხრეთ ოსეთი - ...

ვლადიმერ ჟირინოვსკი: „აფხაზეთი კრასნოდარის მხარის რაიონი გახდება, სამხრეთ ოსეთი – ჩრდილოეთ ოსეთისა, აბა ისე რატომ ავიტკიოთ თავი? ”

Published on

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით მორიგი სკანდალური და უცერემონიო  განცხადებები გააკეთა პრესკონფერენციაზე, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართა მოსკოვში,  ТАСС -ის პრესცენტრში. 
,,ყველა არაღიარებულიტერიტორია უნდა შემოვიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რაიონის სახით-  ასე უპასუხა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ქართველი ჟურნალისტის  შეკითხვას აფხაზურ- რუსულ ურიერთობებთან, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით,  რას ფიქრობს იგი იმაზე, რომ რუსეთი თავისი ბიუჯეტიდან ახდენს  აფხაზეთის ფინანსირებას  და რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია მსგავსი დამოკიდებულება.
 „აფხაზეთი იქნება კრასნოდარის მხარის აფხაზეთისრაიონი, სამხრეთ ოსეთი –  ჩრდილოეთ ოსეთისა.  თუ ასე არ მოხდა, რატომ უნდა ავიტკიოთ თავი   ამ ტერიტორიების რჩენისთვის? ან თავად  განვითარდნენ, ან რუსეთის შემადგენლობაში შემოვიდნენ, ან სულაც სხვა რომელიმე რეგიონში დაბრუნდნენ“ – განაცხადა მან. 
ჟირინოვსკის განცხადებებს მეყვსეული და მძაფრი რეაქცია მოყვა აფხაზეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში. 
მწვავე კომენტარები გაკეთდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ,,სახელმწიფო დუმის დეპუტატის მხრიდან მსგავსი მიუღებელი გამონათქვამები, სამწუხაროდ, პირველი არ არის. შევახსენებთ მას, რომ რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა  აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტი დადიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მასთან.  ჩვენი სამოკავშირეო ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს ( პირველ რიგში, უსაფრთხოების სფეროში), მყარ სამართლებრივ ბაზას და წარმატებით ვითარდება '' – აღნიშნულია უწყების ოფიციალურ განცხადებაში- აფხაზურ-რუსული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და დარწმუნებული ვართ, რომ  მსგავსი არამეგობრული განცხადებები აფხაზეთის რესპუბლიკის მისამართით, გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ქვეყნებს შორის ინტენსიურად განვითარებად მეგობრულ ურთიერთობებზე”.

 

 

 
 

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...