მთავარისიახლეებისამართალითანხის გამოძალვის ფაქტზე შსს-მ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო დეპარტამენტის უფროსი...

თანხის გამოძალვის ფაქტზე შსს-მ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო დეპარტამენტის უფროსი დააკავა

Published on

თანხის გამოძალვის ფაქტზე დაკავებულია  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაჭარავა. განცხადება ამის შესახებ  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ გააკეთა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტად და  ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.
დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენებენ. – ნათქვამია განცხადებაში
თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.   “ჩემი კლიენტი  არ აღიარებს მოცემულ დანაშაულს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. იგი  ქუთაისიდან  თბილისში მოდულის შენობაში გადმოჰყავთ, იქ წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, სასამართლოც სავარაუდოდ იქ იქნება,“- განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა თემურ მესხმა.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...