მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დღეს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დღეს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

Published on

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დღეს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. წელს საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB გადაეცემათ.კომპიუტერები გადაეცემათ მეათე კლასის იმ მოსწავლეებსაც, რომლებმაც საბაზო საფეხური დამრგვალების გარეშე 10 ქულაზე დაასრულეს.ოფიციალური ინფორმაციით, წელს სამინისტრომ პირველკლასელებისთვის 55 300 პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი), წარჩინებულებისთვის 2470 პორტაბელური კომპიუტერი, ხოლო პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის – 2530 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს უფასო სახელმძღვანელოებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს, კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე, ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წელს 22 467 38 წიგნი, რვეული და ტესტი დაიბეჭდა.
 
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...