მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსმა სასწავლო წლის დაწყება კოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა(video)

სანდრა რულოვსმა სასწავლო წლის დაწყება კოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა(video)

Published on

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა  სანდრა -ელისაბედ რულოვსმა დღეს  სოფელ კოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს სასაწავლო წლის დაწყება მიულოცა, სკოლის ეზოში პედაგოგებმა და  მოსწავლეებმა მაჟორიტარობის კანდიდატს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს, მას საჩუქრად ყვავილების თაიგული დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მიართვეს.“მე მახსოვს, რომ ეს ჩემი მეუღლის მმართველობის დროს აშენებული სკოლაა და ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, ეს არის აფხაზეთთან ახლოს“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა. 15   სექტემბერს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში  სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. საქართველოს მასშტაბით პირველი ზარი  სულ 60 ათასამდე პირველკლასელისთვის დაირეკა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...