მთავარისიახლეებისაზოგადოებართველი - 2016 ფინალურ ფაზაში შევიდა, მოსახლეობა დაბალი ფასით უკმაყოფილოა

რთველი – 2016 ფინალურ ფაზაში შევიდა, მოსახლეობა დაბალი ფასით უკმაყოფილოა

Published on

წლევანდელი რთველი შესაძლოა კახეთში საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდეს. რეგიონში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ყურძნის კრეფა და, შესაბამისად, ჩამბარებელ პუნქტებთან რიგები დგას, რაც გლეხების მხრიდან უკმაყოფილების მიზეზია. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის  წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა რამდენიმე ღვინის საწარმოც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ყურძნის გადამუშავების პროცესს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, რთველი 2016 ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.  
„წელს, მოსავლის დაბინავებას  პრობლემა არ შეექმნება და არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 18 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. რთველი აქტიურ, ფაქტობრივად პიკურ ფაზას უახლოვდება. საამისოდ სრულად მობილიზებულია რთველის საკოორდინაციო შტაბი, მზად არის  ტექნიკური საშუალებები და  იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი რთველიც ორგანიზებულად ჩაივლის და  წარმატებული იქნება“,  – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.თუმცა, მევენახეების მთავარი პრობლემა ისევ ფასია, რომელიც წელს რქაწითელზე 0,80 ლარს ხოლო საფერავზე 1 ლარს შეადგენს და ეს მთავრობის სუფსიდიის ჩათვლით.რთველი 2016 აქტიურ ფინალურ ფაზაში შევიდა. პროცესი მომდევნო კვირიდან გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.
 
 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...