მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბერძენიშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილს საკუთარი იმპერიისა და სეხელმწიფოს დასაყრდენი სპეცსამსახური...

დავით ბერძენიშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილს საკუთარი იმპერიისა და სეხელმწიფოს დასაყრდენი სპეცსამსახური ჰგონია

Published on

ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვერჩის, რადგან მას საკუთარი იმპერიის და სახელმწიფოს საყრდენი სპეცსამსახური ჰგონია, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა იმ მორიგი ბრალდებების შეფასებისას განაცხადა, რომელიც ივანიშვილმა ”რესპუბლიკელთა” მიმართ დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა.როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ის ამ თემაზე დღეს ივანიშვილთან სატელეფონო საუბარს შეეცადა, მაგრამ მან მის ზარებს არ უპასუხა.”პირველი შემთხვევა, როცა მე ბიძინა ივანიშვილს დავურეკე და მან არ მიპასუხა, იყო დღეს. როდესაც ის კუთხე-კუთხე, კუნჭულ-კუნჭულ დადის და ტყუილების ტირაჟირებით, მოფიქრებით არის დაკავებული, ეს ყველაფერი დაგროვდა. მე ვაპირებდი ივანიშვილთან ლაპარაკს. ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ დროს, სადაც უნდა – გნებავთ ღია ეთერში, გნებავთ ივანიშვილი უსუფაშვილთან, მარტო ივანიშვილი ბერძენიშვილთან, გნებავთ ხუთი კაცი მის მხარეს, ხუთი – ჩვენ, როგორც უნდა… თუ უნდა სარაგბო ნაკრები გამოიყვანოს… დღეს არის ვითარება, როცა ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეშინებული ადამიანის მდგომარეობაში აღმოჩნდა – მას აქვს განცდა, რომ მისი ხელისუფლება სერიოზულად მოყანყალებულია. ამ დროს დგამს არაადეკვატურ ნაბიჯებს ჩვენს მიმართ შეეჭვებული ჩვენი ყოფილი ამომრჩეველი, კვლავ ჩვენი ამომრჩეველი ხდება, რადგან ივანიშვილი აღიარებით ჩვენებას იძლევა, როცა ლაპარაკობს, რომ კოალიციაში იქცეოდნენ, როგორც ოპოზიციონერებიო. დიახ, ჩვენ ვიქცეოდით კოალიციაში ბევრი დასავლური, დემოკრატიული იდეის გასატანად. ჩვენი დამსახურებაა მაჟორიტარულ ოლქებში 50%-იანი ბარიერი, მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა, ასევე 50%-იანი ბარიერით და ასე შემდეგ. ჩვენ ივანიშვილი გვერჩის, რადგან მას საკუთარი იმპერიისა და სახელმწიფოს საყრდენი სპეცსამსახური ჰგონია. ამიტომ ჰყავს უამრავი ადამიანი სპეცსამსახურიდან. ჩვენ, ”რესპუბლიკლებს” გვგონია, რომ სპეცსამსახურები არსებობენ ადამიანის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, რომ ის მხოლოდ ინსტიტუტია და მეტი არაფერი. ამიტომ დავუპირისპირდით ერთამენთს ”მოსმენების კანონის” მიღების დროს, 2014 წლის შემოდგომაზე"-განაცხადა დავით ბერძენიშვილთან
 
 
 
 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...