მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ზუგდიდობა - 2016 ''. ვინ ჩაანაცვლა სადღესასწაულო სუფრაზე ოფიციალურად მიწვეული...

,,ზუგდიდობა – 2016 ”. ვინ ჩაანაცვლა სადღესასწაულო სუფრაზე ოფიციალურად მიწვეული პირები?

Published on

,,ზუგდიდობა – 2016 ''  მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ   შეფასდა როგორც უდავოდ კარგი წამოწყება,  მაგრამ დატოვა  კითხვებიც, რომელიც დღემდე დაისმის  სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტმედიაში.
გამოხმაურებებში ლაპარაკია ისეთ  ხარვეზებზე, როგორიცაა   ერთგვარი  პოლიტიკური მერკანტილიზმი, საეჭვო დროისმიერი ( და არა მხოლოდ) სიახლოვე არჩევნებთან, სახალხო დღესასწაულზე რკინის ჯებირებს მიღმა მყოფი ხალხი,   საპატიო ზუგდიდელის არჩევის არცთუ მკაფიო, კითხვის აღმძვრელი  კრიტერიუმები ,  ქალაქური ცხოვრების თეატრალიზებული რეტროსპექტივის ლოკალიზება მხოლოდ ბოლო ორი საუკუნის ჩარჩოებში,  ბულვარში მოწყობილი ,,კინტირიას დიარა'', რომელსაც აკლდა ისტორიული პრეცენდენტის მთავარი მახასიათებელი -,, სუფრა ყველასათვის – განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა'',   საზეიმო სუფრა  რესტორანში,  რომელიც ბიუჯეტს ძვირად დაუჯდა .  და ა.შ. 
 ,,ლაივ პრესი'' აქვეყნებს ინფორმაციას სათაურით ,,მოწვეული და დაუპატიჟებელი სტუმრები"  ,  რომლის თანახმად ,,ადგილობრივი ბიუჯეტიდან „ზუგდიდობის“ აღსანიშნავად ჯამში 57 485 ლარი გამოიყო. მერიამ ,,ზუგდიდობისთვის'' სხვადასხვა,  მათ შორის რესტორნის მომსახურებაც შეისყიდა,.  სუფრის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 ათასი ლარით განისაზღვრა. გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის მიხედვით, სუფრა 180 ადამიანზე გაითვალისწინეს, თუმცა    „ზუგდიდობაზე“ ოფიციალური მოსაწვევი გაცილებით მეტს – 296 პირს გაეგზავნა. მერიიდან მიღებულ ოფიციალურ წერილს თან ახლავს სია, რომელშიც ნახავთ საქართველოში მყოფ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის და მთავრობის წევრებს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, კულტურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატს, პარტიის წევრს.
მოწვეულ 296 პირთაგან ვინ მოხვდა სადღესასწაულო სუფრაზე – უცნობია. უცნობია ისიც, რა კრიტერიუმებით, პრინციპით შეირჩა სიაში მყოფ ადამიანთა შორის 180 სტუმარი. ან რატომ აღმოჩნდნენ სუფრაზე ის ადამიანები, რომელთა სახელს და გვარსაც ჩამონათვალში ვერ ნახავთ. რესტორანში გადაღებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ სუფრაზე მყოფ პირთა შორის არიან მერიის თანამშრომლები, ისინი, ვისაც მოწვეულთა სია არ ითვალისწინებდა. მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის ყოფილი მთავარი პროკურორი გიზო უბილავა, „ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორი ნუგზარ მალაშხია, „კეთილმოწყობის ცენტრის“ უფროსი მამუკა ციმინტია და სხვები.  მერიაში ამასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მივიღეთ, მათ კომენტარზე უარი გვითხრეს.'' – ნათქვამია ,,ლაივპრესის'' ინფორმაციაში
 

 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...