„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ბრალდებებს გამგებლობის კანდიდატი პასუხობს. მამუკა წოწერიას განცხადებით:„რულოვსი სხვა სოფლებშიც იყო და ჩაატარა შეხვედრები, თუმცა დაწყებული პროექტები არსად შეჩერებულა. ეს ინფორმაცია ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია“, – აღნიშნა წოწერიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ხელისუფლებას მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. სოფელ გრიგოლიშში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღამით სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა სოფლის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ თუ სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე მივიდოდნენ, სოფელში დაწყებული გზის მშენებლობა შეჩერდებოდა. „თქვენ ხედავთ, რომ შეხვედრაზე ცოტა ხალხია მოსული, ეს არა იმიტომ, რომ აქ ცოტა ოჯახი ცხოვრობს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარომადგენლები და მმართველი პარტიის წევრები მოვიდნენ წუხელ ამ სოფელში და უთხრეს მოსახლეობას, რომ თუ შეხვედრაზე მოვიდოდნენ, გზას აღარ დააგებდნენ გრიგოლიშში. ასეთი სულელური მიდგომებით ძალიან დავიღალე უკვე. ხალხიც მგონი მიხვდა, რომ მსგავსი მიდგომებით ვერაფერს მიაღწევენ“, – განაცახადა რულოვსმა.
სანდრა რულოვსის ბრალდებებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი „სიცრუეს“ უწოდებს.
Published on