მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რესპუბლიკელების'' ბრიფინგი მმართველი პარტიის მიერ საკრებულოს განკარგულების უგულვებელყოფის საკითხზე

,,რესპუბლიკელების” ბრიფინგი მმართველი პარტიის მიერ საკრებულოს განკარგულების უგულვებელყოფის საკითხზე

Published on

,,რესპუბლიკური პარტიის'' ზუგდიდის ოფისში რესპუბლიკელების გამგებლობის კანდიდატმა  ირაკლი ქოჩუამ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების” ზუგდიდის  საარჩევნო შტაბი არ ემორჩილება საკრებულოსმიერ  5 აგვისტოს  მიღებულ განკარგულებას საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით,რომლის მიხედვითაც ერთ სარეკლამო სტენდზე ერთ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს მაქსიმუმ სამი სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება.ზუგდიდის არაერთ სოფელში თითო სტენდზე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ედიშერ თოლორაიას უამრავი პლაკატია გაკრული. და ეს მაშინ, როცა განკარგულება ხელმოწერილია თავად მის მიერ,  საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის რანგში.
 აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ აღნიშნა, რომ განკარგულება მართლაც მიიღო საკრებულომ, ხოლო რაც შეეხება პლაკატებს, როგორც ჩანს ისინი ამ რაოდენობით თვითნებურად გააკრეს პარტიის აქტივისტებმა და თუ ეს ფაქტი დადასტურდა , პლაკატები ჩამოიხსნება. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...