მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის პრეს სპიკერი პირადი სატელეფონოს საუბრის მიყურადებისა და ჩანაწერის ტირაჟირების ფაქტს ეხმაურება

პრეზიდენტის პრეს სპიკერი პირადი სატელეფონოს საუბრის მიყურადებისა და ჩანაწერის ტირაჟირების ფაქტს ეხმაურება

Published on

 პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააკეთა განცხადება „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მოძრაობა ,’სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით.   
”ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მსგავსი ჩანაწერების გაკეთება, შემდეგ გავრცელება. ასევე რაც ყველაზე მთავარია, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ უნდა დასრულდეს მედიის მიერ ასეთი ჩანაწერების ტირაჟირება, რადგან ეს არის ორი ადამიანის კერძო საუბარი. მართალია, ამ საუბარში არავითარი სკანდალური არ არის, რასაც ჩვენ მიგვაჩვიეს მთელი ამ წლის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის ორი ადამიანის კერძო საუბარი, მათი პირადი სივრცე. რა თქმა უნდა, თუ იქნებოდა ამ ადამიანების სურვილი, მათ შეუძლიათ გაავრცელონ რომელ მედიასაშუალებაშიც უნდათ იქ, მაგრამ მედიასაშუალებების მიერ ამ ყველაფრის ასე ტირაჟირება არის დაუშვებელი. ეს არის სამართლებრივი ჩარჩოებიდან და სივრციდან გასვლა. უნდა მივეჩვიოთ და ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაითავისოს – დაწყებული ხელისუფლებიდან, დამთავრებული მედიის წარმომადგენლებით და ნებისმიერი მოქალაქით, რომ მსგავსი ჩანაწერების გაკეთება, გავრცელება და შემდეგ ასე ტირაჟირება, არის დაუშვებელი”, – განაცხადა მან

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...