მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია: როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, სამართლიანობის აქლემი მიადგება კარებს...

ნიკა გვარამია: როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, სამართლიანობის აქლემი მიადგება კარებს სოლოლაკში

Published on

,,ამ საუბრის გამოქვეყნებით ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ყველას გვისმენს, –  განაცხადა  ”რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მასა და პატა ბურჭულაზეს სორის შემდგარი სატელეფონ საუბრის დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერის  შესახებ.
გვარამია  ადასტურებს საუბრის ნამდვილობას, თუმცა აცხადებს, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი დამონტაჟებულია. 
 
”ხელისუფლებამ აირჩია ბოლო სამი წელია ”რუსთავი 2-თან” და ჩემთან მუდმივ პოლემიკაში ყოფნა. როგორც ჩანს, მეტი საქმე არ აქვს, მათ შორის არც საარჩევნოდ. ეს ქვეყანას ეტყობა. რაკი საკითხი დაისვა, მე საჭიროდ ვთვლი და ვალდებული ვარ ამ საკითხს ვუპასუხო. ის ჩანაწერი, რომელიც დღეს დაიდო, დიახ, ნამდვილად ძალიან სკანდალურია. სკანდალური არის არა შინაარსი, არამედ ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ყველას გვისმენს, მათ შორის ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის დირექტორს და ერთ-ერთი წამყვანი პარტიის ლიდერს, სავარაუდოდ, ორივეს. გვისმენს და ისევ ძველი ხელწერით აქვეყნებს ამ ჩანაწერებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. რუსული საიტის მეშვეობით ტვირთავს youtube-ზე, საიდანაც მყისიერად ხდება ”რეპორტიორის” მსგავსი სამთავრობო, შავ-ბნელი სააგენტოების მიერ ამის გავრცელება. ”რეპორტიორი” რომ სამთავრობო სააგენტოა ეს ყველამ იცის ”რეპორტიორის” ჩათვლით და არც მალავს ამას. ერთადერთი შეკითხვა მაქვს – საიდან გაიგო ”რეპორტიორმა” წუთების განმავლობაში, რომ რომელიღაც რუსულმა სააგენტომ რაღაც ატვირთა. ამაზე შეკითხვა იქნებოდა უაღრესად საინტერესო და სასარგებლო გამოძიებისთვის”, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, ის ესაუბრება არამარტო ბურჭულაძეს, არამედ ალასანიას, სააკაშვილს, ნათელაშვილს და ა.შ. და ამაში უკანონო არაფერია. 
 
”რაც შეეხება საუბარს, მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის გამოქვეყნების შემდეგაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, ვადასტურებ საუბრის ნამდვილობას, ოღონდ ეს საუბარი არის დამონტაჟებული. მე ვესაუბრები მიხეილ სააკაშვილსაც, ირაკლი ალასანიასაც, პაატა ბურჭულაძესაც, თინა ხიდაშელსაც, შალვა ნათელაშვილსაც. ეს არის ჩემი პირადი საქმე. არაფერი უკანონო ამაში არ არის, არაფერი მედიის დამოუკიდებლობასთან ან პარტიების დამოუკიდებლობასთან კავშირში აქ არ არის. ჩვენ ვართ მედია, წინასაარჩევნო პერიოდში ვთანამშრომლობთ პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის კომუნიკაცია გვაქვს სახელისუფლებო პარტიასთან, უბრალოდ, პირადად მე არ მაქვს კომუნიკაცია, რადგან არავისთან იქ არ ვმეგობრობ და არავინ ღირებული იქ არ არის, ვისაც დაველაპარაკები. რაც შეეხება ბატონ პაატა ბურჭულაძეს, მასთან მაკავშირებს დიდი ხნის, მათ შორის მეგობრული ურთიერთობა. ”რუსთავი 2” მისი დიდი ხნის პარტიორია საქველმოქმედო საქმიანობაში. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის გაშუქებას, ჩვენთვის თავისთავად ცხადია როგორც მედიისთვის და პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიური ხაზი თუ რამდენად თანხვედრაშია ეს ხაზი ჩვენ სარედაქციო პოლიტიკასთან. არასდროს არ დამიმალავს და ამას არ სჭირდება ფარული მიყურადღებები, რომ ჩვენთვის წითელი ხაზი და წყალგამყოფი არის პროდასავლური ორიენტაცია. ჩვენ მივიჩნევთ – ”ქართული ოცნება” არ არის პროდასავლური ძალა და მასთან თანამშრომლობა დიახაც არის ჩვენთვის წყალგამყოფი თანამშრომლობის კუთხით. ეს ნამდვილად ასეა. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პარტია ვერ მოხვდება ჩვენს ეთერში. ვისთან ვითანამშრომლებთ, რა ფორმით და როგორი ხარისხით ეს ჩვენი გადასაწყვეტია. ბატონ პაატა ბურჭულაძესაც ვესაუბრე სწორედ ამაზე”, – განაცხადა გვარამიამ. 
 
მისივე თქმით, სასაცილოა, რომ რაღაც კონსპირაციები კეთდება ამასთან დაკავშირებით, რადგან ჩანაწერზე გაცილებით ხისტად გამოთქვა თავისი აზრი საჯარო პოსტში ”ფეისბუქზე”.
”როდესაც გავიგე, რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აპირებდა ”ოცნებასთან” კოალიციაში შესვლას და იქვე, იმ პოსტის ქვეშ დავწერე, რომ მე ამ თემაზე დაველაპარაკებოდი პაატა ბურჭულაძეს. შემდეგ უკვე დავწერე ჩვენი და ბატონი პაატას საუბრის მოკლე შინაარსი. ასე რომ, ამ ყველაფერში სკანდალური არაფერია გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე სრული სითავხედით დაადასტურა, რომ ის დიახაც გვისმენს და დიახაც, იყენებს ჩვენს საუბრებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, რასაც ასაჯაროვებს, რაც ყველაზე ტრაგიკული და ამაზრზენია”, – განაცხადა გვარამიამ. 
რაც შეეხება გამოძიებას, ნიკა გვარამია მას არ ენდობა. 
”ბევრი გამოძიება მათ არ მოუწევთ. სამი სუბიექტია ვისაც შეეძლო ეს გამოექვეყნებინა თუ კონსპირაციამდე არ მივდივართ, რომ მე და ბატონმა პაატამ ჩავწერეთ ერთად და დავამონტაჟეთ. სამი ფიგურანტია სულ – ან საკუთრივ სუს-ი უსმენს, რადგან ხელმისაწვდომობა აქვს ვინაიდან ეს არის ღია კავშირით განხორციელებული ზარი, რომელიც განხორციელდა მობილური ტელეფონით; ან ეს არის პროვაიდერი ”ჯეოსელი” რადგან ორივე ”ჯეოსელზე” ვართ, ან ის ვინც ”როუმინგის” ოპერატორია ანუ აშშ-ს სპეციალური სამსახური. ვისზე აქვს ეჭვი ქართულ ხელისუფლებას. დაუსვან კითხვა ”ჯეოსელს” ან ამერიკულ მხარეს, მაგრამ პასუხი ვიცით ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალებით სუს-ი. არ დამკავშირებიან. არც შსს-ს და არც პროკურატურას არ ვენდობი. ყველა გადაწყვეტილება რომელიც მათ მიიღეს გამოძიება არ ყოფილა ბოლომდე მიყვანილი. ჩვენებას მივცემ, მაგრამ ეს ჩვენება შემოიდება თაროზე. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ამ ჩვენებას ჩამოიღებენ თაროდან და სამართლიანობის აქლემი დაიჩოქებს იქ, სადაც უნდა დაიჩოქოს და ეს კარები სოლოლაკში მდებარეობს”, – აღნიშნა გვარამიამ. 
 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...