მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ლეიბორისტული პარტიის'' ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ენგურის ხიდზე სპეციალური ბრიფინგი გამართა

,, ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ენგურის ხიდზე სპეციალური ბრიფინგი გამართა

Published on

,, ლეიბორისტული პარტიის'' ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა  ენგურის ხიდზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე   პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა:  წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა ნინო სამუშია
სენაკის კანდიდატად – თამაზ ბოჯგუა, ფოთის  კანდიდატად  – ზურაბ ლომია. 
შალვა ნათელაშვილმა წარადგინა ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორები, რომლებიც იმუშავებენ  აფხაზეთის რაიონებიდან და ქალაქებიდან დევნილ მოსახლეობასთან და კოორდინაციას გაუწევენ და ხელს შეუწყობენ   ურთერთობების არდგენას  სოხუმში, გაგრაში, გუდაუთაში, გალში , ტყვარჩელში,ოჩამჩირესა და გულირიფშში მცხოვრებ თანამემამულეებთან, განურჩევლად ეროვნებისა.  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორი შალვა ნათელაშვილი იქნება.
ენგურის ხიდზე შეკრებულ მოსახლეობას შალვა ნათელაშვილმა აფხაზეთში დაბრუნების პირობა მისცა, ."23 წლიანი ტრაგედიის შემდეგ, მას შემდეგ რაც აფხაზეთი დავკარგეთ, ენგურის ხიდზე ამდენი ქართველობა შეიკრიბა. აფხაზეთი ჩვენი იქნება, როგორც ყოველთვის იქნება,"- განაცხადა ნათელაშვილმა. 
 

 

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...