მთავარისიახლეებიპოლიტიკადეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას კანონდარღვევებში ამხელს

დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას კანონდარღვევებში ამხელს

Published on

,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი  ადგილობრივი ხელისუფლებას   არაკომპეტენტურობასა და უუნარობაში ადანაშაულებს
მისი  საარჩევნო შტაბის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილია კანონდარღვევების  კონკრეტული ფაქტები, რომლებიც   ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს ეხება .
უცვლელად გთავაზობთ განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს: 
,,საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 14 სექტემბერს გამოსცა განკარგულება, 2014-2015 წლებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის 4 882 500 ლარის სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ, მათ შორის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 460  000 ლარის მოცულობით.  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ტრანსფერის ათვისება მოხდა სამი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ  პირდაპირი წესით დადებული სამი ხელშეკრულებით, რომელთა შესყიდვა განხორციელედა – 6 ოქტომბერს, 11 ნოემბერს და 4 დეკემბერს. ხოლო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვა ჰპოვა 23 სექტემბერს. ასევე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის 17 და 26 ნოემბერს მიიღო 528 500 ლარის მოცულობის სპეციალური ტრანსფერი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ, საიდანაც  7 დეკემბერს გააფორმა ორი ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.  2015 წელის III – IV კვარტალში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღო 988 500 ლარი სპეციალური ტრანსფერის სახით, საიდანც აითვისა მხოლოდ 700 000 ლარი. ხოლო იმ პირობებში, როცა მუნიციპალიტეტში უამრავი სახის სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული ინფრასტრუქტურული თუ სახვა სახის პრობლემებია 288 500 ლარი აუთვისებელი დარჩა.
 
მე-10 (1) მუხლის საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული წესით (ერთ პირთან მოლაპარაკება), როცა არსებობს მთავრობის სამართლებრივი აქტი შეზღუდულ ვადებში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით. თუმცა მერიის ქმედებიდან გამომდინარე არ ჩანს შეზღუდული ვადების არსებობა, რადგან 14 სექტემბერს გამოცემული აქტით შესყიდვა მომდევნო თვეებში განხორციელდა.  ცხადია, რომ გამარტივებული შესყიდვა ვერ უზრუნველყოფს ფინანსების რაციონალურ ხარჯვას, რადგან შესყიდვის აღნიშნული საშუალებისას არ ხდება ელექტრონული ვაჭრობა და კონკურენციის პირობებში ვერ უზრუნველყოფს შემსრულებელი კომპანიის შერჩევას.  სწორედ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიზნებიდან გამომდინარე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ზემოხსენებული შესყიდვები უნდა განეხორციელებინა შესყიდვის ელექტრონული საშუალებით, რომლის ჩატარება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით მოიცავს  სამ სამუშაო დღეს, ხოლო ჯამში არსებული პრაქტიკიდან ხელშეკრულების დადება ხდება ათი კალენდარულ დღის განმავლობაში.  სწორდე აქედან გამომდინარე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო შესყიდვები განეხორციელებინა დროულად, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში, რაც დამატებით თანხების დაზოგვას უზრუნველყოფდა.
ზოგადი სტატისტიკის მიხედვით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ჩატარებული ტენდერების დანაზოგი საშუალოდ 10-15% -ს შეადგენს. კონკრეტულად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამარტივებული ელ. ტენდერით და ელ. ტენდერით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, რომელიც იდენტურია ზემოხსენებული ხუთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მოიცავს არანაკლებ 100 000 ლარს,  საშუალოდ  საწყისი ფასის კლება ხდება 12.5 % -ით.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვის ელექტრონული საშუალებებით, რომ მოეხდინა  ხუთი ხელშეკრულების გაფორმება, ის დაზოგავდა  მინიმუმ 87 500 ლარს.''
როგორც ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის განცხადებაშია ნათქვამი,  მასალა  შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნება  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...