რა ჯოჯოხეთი გამოიარეს და როგორ იტანჯებოდნენ ერთად დავით უსუფაშვილი და ბიძინა ივანიშვილი?

0
393
როგორც ჩანს, კარგად ვერ გაიგო, ან კარგად ვერ უთარგმნეს, მე არ ვარ დაინტერესებული ასეთი საკითხების საჯაროდ გამოტანის და ლაპარაკის, რადგან ჩვენ ერთად ვიყავით, ერთად ვიღებდით პასუხისმგებლობას, ერთად ვიტანჯებოდით, მეც და ბატონი ბიძინაც, ამ საკითხებზე და ამ არჩევნებზე მე მინდა ძალიან ბევრი სხვა თემით ვესაუბრო საზოგადოებას, რა უნდა იყოს მომავალში, როგორ გავზარდოთ თავდაცვისუნარიანობა, ეკონომიკა, უსაფრთხოება და ა.შ. და არა იმაზე, თუ რა ჯოჯოხეთი გავიარეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ამას ვგულისხმობ მე, თუ ვინმე შეეცდება ასეთი უსაფუძვლო და ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს იძულებული გავხდები განვმარტო, განახოთ დოკუმენტურად დადასტურებული. ეს სჭირდება საზოგადოებას, თორემ ამით უსუფაშვილს არც არაფერი მოემატება და არც არაფერი დააკლდება. შესაძლოა ბიძინამაც და სხვებმაც უკეთ იციან, როგორ უნდა შეინარჩუნონ აქციებისა და ქონების ფასი, მე ვიცი, როგორ უნდა შევინარჩუნო ჩემი სიტყვების ფასი – ეს ასე იქნება მუდამ”, – ასე უპასუხა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეეცვალა, თუმცა ”რესპუბლიკელებმა” ეს არ გააკეთეს.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უკვე ცდება პოლიტიკური დებატების ფარგლებს. ”მე შეფასება და სახელის დარქმევა მიჭირს, რა ქვია ამას, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, კონსტიტუციაზე და იმ საკითხზებზე, რომელიც ამ პროცესებში იხილებოდა, ვიღაცა მხარს უჭერდა, ვიღაცა არ უჭერდა, მაგრამ ასეთი მოპყრობა კონსტიტუციის, სახელმწიფოს თუ სიმართლის მიმართ, ჩემი აზრით, დაუშვებელი და მიუღებელია. 

უსუფაშვილის თქმით, ”რესპუბლიკური პარტიის” ძალიან მყარი პოზიცია იყო 1993-1995 წლების საკონსტიტუციო კომისიაში, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო არაპირდაპირი წესით არჩეული. 
”ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ამ ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი და ეს სისტემა არ წაადგებოდა. ვნახეთ, რომ არ წაადგა. საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული ხალხის მიერ. ეს არის ჩვენი პოზიცია. მე განახებთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც არც ბიძინას წაუკითხავს და არც სხვას, როგორც ჩანს, გულწრფელად არ იციან. აქ წერია ხმალაძის შეთავაზება. გვანახოს ვინმემ დოკუმენტი, ან სიტყვა ჩვენს მიერ ნათქვამი, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უნდა იყოს არჩეული. თურმე, ჩვენი ბრალია, რომ პირდაპირ არის არჩეული მარგველაშვილი. 2013 წელს ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა ამ თემაზე განცხადება და თქვა, რომ ის უჭერს მხარს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას. ამაზე კოალიციაში ატყდა ერთი ამბავი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ახლა თქვენ პარლამენტში დასხედითო, აიღეთ ხელში ძალაუფლება და გინდათ პრეზიდენტის დასუსტებაო, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სახალხო მანდატი და ა.შ. ეს ის პერიოდია, როცა სააკაშვილი პრეზიდენტია და მარგველაშვილი ჯერ კიდევ ”კარგი ბიჭია” ბიძინა ივანიშვილის თვალში. მერე უკვე, როცა მარგველაშვილი არ აღმოჩნდა კარგი კაცი თურმე, ახლა ”რესპუბლიკელებს” გვბრალდება ის, რომ მარგველაშვილი არის პირდაპირ არჩეული. რა უნდა გვექნა ”რესპუბლიკლელებს”, ჩვენი 9 ხმა უნდა გაგვემრავლებინა ქსეროქსზე, გვექცია 215-ად და კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, რომ პრეზიდენტი სხვანაირად აირჩევა?!”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 
 
წინა სტატიასაცობები თბილისში და შუქნიშნებზე ამაოდ დახარჯული მილიონები
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: ,,ხელისუფლება თავად არის დაკავებული ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობით”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური