მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში გამგებლობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს (Video)

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში გამგებლობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს (Video)

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან'' ლაშა გოგია იქნება, ხოლო ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე,  ე.წ. ,,პრესოვკა'' -მახარაძის უბანში  ქართული ოცნების” წევრი თაზო ფაცაციაა წარდგენილი. ამის შესახებ დღეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”  საარჩევნო  შტაბში  გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ განაცხადა . 
ლაშა გვასალიას თქმით, ,,ეს ადამიანები კარგად იცნობენ უბნის და ზოგადად მუნიციპალიტეტის საჭიროებებს , აქვთ კარგი რეპუტაცია და  შესაბამისი გამოცდილება    და იციან,  როგორ მოაგვარონ მოსახლეობის პრობლემები.''
ბრიფინგზე წარდგენილმა  კანდიდატებმა პარტიას  მადლობა გადაუხადეს ნდობისთვის და აღნიშნეს,  რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ ყველა იმ  ინფრასტრუქტურული პროექტისა და სოციალური პროგრამის წარმატებით  გაგრძელება – განხორციელების ხელშეწყობისთვის,  რომელიც მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მიმდინარეობს და სამომავლოდ იგეგმება. 
 

გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლის 14 ივლისს აირჩიეს.
 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოს შუალედურ არჩევნებში თაზო ფაცაცია   ქალაქ ზუგდიდის მერიაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსია.
 
საპარლამენტო  და გამგებლების, საკრებულოს შუალედური არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.

 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....