მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია: ,,ხელისუფლება თავად არის დაკავებული ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობით''

ელენე ხოშტარია: ,,ხელისუფლება თავად არის დაკავებული ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობით”

Published on

 ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ ლამისაა ,,ქართული ოცნების'' წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ მესიჯად იქცეს. 
მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ ივანიშვილის კვალდაკვალ  გაკეთებული არაერთი ისტერიული განცხადების შემდეგ,  მოსალოდნელ პროვოკაციებზე ლაპარაკობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც. 
,,არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიები აპირებენ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს",- განაცხადა  მან   ჟურნალისტებთან საუბარში. 
მინისტრმა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მობილიზებულია.
 
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ   ხელისუფლება თავად არის დაკავებული ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობით.
.„ხელისუფლება თავად არის დაკავებული ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობით, ძალადობით, დევნით და ამ პირობებში ეს განცხადება ცინიკურად ჟღერს. შს მინისტრი არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ამ ინსტიტუტის პოლიტიზირება არის სერიოზული პრობლემა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამიტომ მის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ უფრო საგანგაშოა. შსს უნდა ზრუნავდეს საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებაზე და არა პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე“ –   ასე გამოეხმაურა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ელენე ხოშტარია შს მინისტრის განცხადებას.
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...