მთავარისიახლეებისაზოგადოება„ჩვენ ორნი ვიქნებით ის მშვიდი ძალა საქართველოს პარლამენტში, ვინც თითოეული თქვენგანის ინტერესებს...

„ჩვენ ორნი ვიქნებით ის მშვიდი ძალა საქართველოს პარლამენტში, ვინც თითოეული თქვენგანის ინტერესებს დაიცავს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე ზუგდიდში (Video)

Published on

დღეს ზუგდიდში ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" (ენმ) ოფიციალურად წარადგინა პარლამენტის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარტიიდან ზუგდიდის საარჩევნო ოლქში.  ქალაქ ზუგდიდის   მაჟორიტარობის კანდიდატად ლევან კონჯარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კანდიდატად კი   სანდრა რულოვსი დასახელდა. 
კანდიდატების ოფიციალური წარდგენა მოხდა დადიანების სასახლის ეზოში, სადაც პარტიის უამრავმა მხარდამჭერმა მოიყარა თავი.  
კანდიდატების წარსადგენად ზუგდიდში ჩამოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დავით ბაქრაძე,  რომან გოცირიძე და სალომე სამადაშვილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელებმა ისაუბრეს კანდიდატების შესაძლებლობებსა და მზაობაზე ღირსეულად უპასუხონ ზუგდიდის , სრულიად საქართველოს მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებს,  შეკრებილებს გააცნეს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა და  სამომავლო გეგემები და მოუწოდეს 8 ოქტომბერს მივიდნენ  თავიანთ   საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ გააზრებული არჩევანი. 
მხარდამჭერებს მიმართეს  მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატებმაც. 
 სანდრა რულოვსი მიესალმა ლევან კონჯარიას დასახელებას მაჟორიტარობის კანდიდატად –  „ჩვენ ორნი ვიქნებით ის მშვიდი ძალა საქართველოს პარლამენტში, ვინც თითოეული თქვენგანის ინტერესებს დაიცავს“, – განაცხადა მან
 
 

სიახლეები

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...