მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თავისუფალი დემოკრატების'' მაჟორიტარობის კანდიდატმა თავისი კანდიდატურა ,,ქართული ოცნების'' სასარგებლოდ მოხსნა

,,თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატმა თავისი კანდიდატურა ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ მოხსნა

Published on

ნაძალადევში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან მელიქიამ კანდიდატურა ,,ქართული ოცნების'' კანდიდატის  სასარგებლოდ მოხსნა.
მელიქიას საარჩევნო  შტაბში ადასტურებენ, რომ მან გადაწყვეტილება სოფო კილაძის სასარგებლოდ მიიღო, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
„ბევრი ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღე მოვხსნა ჩემი კანდიდატურა თბილისის მე-17 საარჩევნო ოლქში. ეს ჩემი მშობლიური უბანია, სადაც ყველა მიცნობს და ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულობით არასოდეს გამოვირჩეოდი, რომ მინდოდა ნაძალადევის რაიონის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა. გარკვეული მიზეზებისა და პარტიაში განვითარებული მოვლენების გამო ვხსნი ჩემს კანდიდატურას "ქართული ოცნების" კანდიდატის – სოფო კილაძის სასარგებლოდ“, – ნათქვამია ლევან მელიქიას განცხადებაში
მელიქიას გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა პარტიის ხელმძღვანელობისთვის. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, იგი,  როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, აქტიურად თანამშრომლობდა ნაძალადევის რაიონის შტაბთან, თუმცა კანდიდატის განწყობა ,,ქართული ოცნებისადმი'' მისთვის უცნობი იყო.
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...