მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკადრო ცვლილებები მთავრობაში

საკადრო ცვლილებები მთავრობაში

Published on

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ბრძანებები გამოსცა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში-ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა.
ასევე პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა კახეთის სახელმწიფო-რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.
ზემოჩამოთვლილი პირებიდან ზოგიერთი საპარლამენტო არჩევნებში პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, ზოგი კი – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. 
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა. 
 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...