მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ და რატომ მოყავს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილს თავისი ოჯახის...

როგორ და რატომ მოყავს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილს თავისი ოჯახის ექიმები?

Published on

 
 ,,მე და დიმიტრი ხუნდაძე ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო – არ დაგიმალავთ, კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა, – განაცხადა  ბიძინა ივანიშვილმა დღეს ქუთაისში,  იმერეთის რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას .-  დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი, ძალიან კვალიფიციური ექიმია. მას რჩევებს ვეკითხებოდი. მცხეთაში ვისზეც აქცენტი გავაკეთეთ, რამდენჯერმე ჩაგვეშალა. ამ პროცესში სულ მეხმარებოდა. დავრჩით ისე, რომ კანდიდატი აღარ გვყავდა. შევხედე და ვკითხე, ხომ არ წახვალ-მეთქი. უი, რას ამბობ, ბატონო ბიძინა, არასდროს არ მიფიქრია პოლიტიკაზეო. ასეთი კაცი ასე დავითანხმე, ასე შემოვიდა, ძალიან ნიჭიერი კაცია და სწრაფად გადაეწყო. მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო, . კამერას რო დავინახავდი, შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა. ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძე. ძალიან წესიერი პიროვნებაა.  დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინალურად ჩაერთო ჩვენს გუნდში. როდესაც მოვედი პოლიტიკაში 2011 წელს, გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო.''
  ბიძინა ივანიშვილმა  ექიმის რჩევით უკან წაიღო   ცეზარ ჩოჩელის მიმართ გამოთქმული  საქებარი სიტყვები და  აღნიშნა, რომ იმ მაჟორიტარებში აერია, რომლებიც ”ნაციონალური მოძრაობიდან” შევიდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ ”ქართული ოცნების” მხარეს გადმოვიდნენ. 
”ჩოჩელი გუბერნატორი ყოფილა, საერთოდ არ ვიცნობ და ზედმეტი დახასიათება გამომივიდა, რაზეც მძიმე საყვედური მივიღე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძისგან. ბოდიშიც მოვუხადე, რამეთუ მართლაც შემეშალა. გამოვიდა ის, რომ ჩოჩელს დამოუკიდებელ კანდიდატად დაუყენებია თავი მცხეთაში, მე ის გუნდის წევრად დავასახელე და ამერია გოჩა ენუქიძეში. ასეთი გადაცდომა მომივიდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი ამაშიც არაორდინალურია – იშვიათია, როცა   პაციენტი ექიმის რჩევას ასრულებს. 
 
 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...