მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოლიგარქი უკანა კარიდან გაიპარა" - აცხადებენ ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეები

“ოლიგარქი უკანა კარიდან გაიპარა” – აცხადებენ ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეები

Published on

ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისი ხმაურის ფონზე დატოვა. სანამ იგი რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე  მიწვეულ ჟურნალისტებს პასუხობბდა კითხვებზე,  გარეთ ოპოზიციის წარმომადგენლები,იპოთეკით დაზარალებულები და სხვა მოქალაქეები  შეიკრიბნენ. ისინი ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რამდენიმე აქტივისტმა  მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობაშიც შეაღწია დ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა, მაგრამ დაცვამ  ამის შესაძლებლობა არ მისცა და ოთახში ჩაკეტა. 
სცენარი, რომელიც ზუგდიდში გაუთამაშებელი დარჩა, ქუთაისში განხორციელდა: სანამ  ქუჩაში მიმდინარე აქციის მონაწილეები ცდილობდნენ გზა გადაეკეტათ მანქანისთვის, რომელშიც მათი ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი უნდა მჯდარიყო. მან უკანა კარიდან დატოვა თეატრის შენობა.  
"ოლიგარქი უკანა კარიდან გაიპარა" – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...