მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოლხეთის ეროვნულ პარკში თევზების მასობრივი სიკვდილიანობა დაფიქსირდა

კოლხეთის ეროვნულ პარკში თევზების მასობრივი სიკვდილიანობა დაფიქსირდა

Published on

კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე თევზების სიკვდილიანობა დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ ასფიქსიით (ჟანგბადის ნაკლებობა) არის გამოწვეული, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს
როგორც უწყებაში განაცხადეს, უმეტესად კარასის სახეობის თვზების სიკვდილიანობა დაფიქსირდა.”გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, პაატა ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ტერიტორია შეისწავლეს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტთა ჯგუფმა. კერძოდ, მოხდა თევზის შეგროვება, ტბის 6 წერტილში აღებულ იქნა წყლის სინჯები, შემდგომი გამოკვლევის მიზნით. აღსანიშნავია, რომ თევზების ასფიქსია ზოგადად დამახასიათებელია პალიასტომის ტბისთვის ზაფხულის ბოლოსა და ადრე შემოდგომაზე”, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მათ მსგავსი შემთხვევების შემცირებისა და ეკოლოგიური ბალანსის აღდგენის მიზნით რეკომენდაციები აქვთ შემუშავებული.”საგულისხმოა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს პალიასტომის ეკოლოგიური ბალანსის აღდგენის რეკომენდაციები შემუშავებული აქვს, რაც ეტაპობრივად მსგავს შემთხვევებს შეამცირებს. ამჟამად მიმდინარეობს მოპოვებული მასალის ლაბორატორიული დამუშავება გარემოს ეროვნული სააგენტოში”, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...