მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ჩიქოვანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს (Video)

ირაკლი ჩიქოვანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს (Video)

Published on

„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს ის ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც მას ადგილობრივებმა ხალხმრავალი შეხვედრა მოუწყვეს. ირაკლი ჩიქოვანმა შეკრებილებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და ქალაქ ზუგდიდის განვითარების მისეული გეგმა გააცნო. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ის უფრო უკეთესი, გამოცდილი და ძლიერი მაჟორიტარი იქნება.
„არ შეიძლება ზუგდიდი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ბოლოში იყოს, ზუგდიდს აქვს პოტენციალი იყოს განვითარების ტემპის ლიდერი ქალაქი, ამას სჭირდება ძლიერი წარმომადგენელი ცენტრალურ ხელისუფლებაში და არა ისეთი ადამიანები,რომლებიც მხოლოდ დინების მიმართულებით არიან სვლას შეჩვეულები. ჩვენს ქალაქს განვითარება სჭირდება და ამისთვის აუცილებელია უკეთესი, გამოცდილი და ძლიერი მაჟორიტარი ჰყავდეს წარმომადგენლად საკანონმდებლო ორგანოში. მე შემიძლია  ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო ძვრების განხორციელება. მე მქონდა საშუალება ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გამეცნო ზუგდიდის საზოგადოებისთვის. ეს არის როგორც ტურიზმის, მათ შორის რელიგიური ტურიზმის განვითარება და ახალბედა მეწარმეებისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის დაარსება. ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რომელთაგან პირველი ქალაქ ზუგდიდის მეტ პოპულარიაზაცია, ხოლო მეორე ახალგაზრდების ადგილზე დამაგრებას და მეტ დასაქმებას შეუწყობს ხელს. საბედნიეროდ, ზუგდიდს ამის პოტენციალი აქვს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც ჩვენ, „თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს. ეს არის თითოეულ თქვენთაგანზე მორგებული პროგრამა, რომლითაც პენსია უნდა იყოს 300 ლარი, საარსებო მინიმუმი 250 ლარი და მინიმალური ხელფასი 500 ლარი. ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვახორციელებთ, ეს არის ის, რომ არ დაიბეგრება ბანკის პროცენტი და თქვენ ამით დაზოგავთ 1200 ლარს. ეს „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი დაპირებაა მოსახლეობის მიმართ“ – განაცხადა „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრის მიმდინარეობისას ადგილობრივების კითხვებსაც უპასუხა. დღესვე ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრები ქალაქ ზუგდიდის რამდენიმე ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან გამართა.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...