მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილმა კოალიციიდან წასული პარტიების მდგომარეობა ,,ჩააანალიზა"

ბიძინა ივანიშვილმა კოალიციიდან წასული პარტიების მდგომარეობა ,,ჩააანალიზა”

Published on

ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” ადრე შემავალ  პოლიტიკურ ძალებზე ისაუბრა.  
იგი ამბობს, რომ  , „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა . 
”პარტიაში შეინიშნება ზედმეტი დომინანტობა ლიდერის და ამ პროცესმა ცუდად იმუშავა. თავიდან, ალასანიას შეცდომები თავისუფლად გაიზიარა გუნდმა და ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას მოეხერხებინა, ყოფნოდა კაცობა და ვაჟკაცობა საკუთარ შეცდომებზე გუნდი არ წაეყვანა, თვითონ მოიქცა არასწორად. ამის შემდგომ გუნდის წევრებმა მოახერხეს გარდაქმნა. თვითონ გუნდის წევრები მაწვდიდნენ ხმას. მას უფრო ბევრი შეცდომის დაშვება შეეძლო, თუმცა გუნდმა ამის საშუალება არ მისცა. ამ მხრივ, დღეს ”დემოკრატები” უფრო ჯანსაღად გამოიყურებიან. მთელი გუნდი ლიდერის შეცდომებს წინ დაუდგა და აღარ გადაყვნენ ალასანიას შემდგომ შეცდომებს”, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც განმარტა, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” წევრებთან პირდაპირი კონტაქტი არ აქვს. ”თუმცა, მომდიოდა გარკვეული ინფორმაციები. ბოკერიასთან მეგობრობაც კარგად იკვეთებოდა”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს ”მრეწველებს”, – განაცხადა მან. 

”მრეწველები” ძალიან იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, რომელიც ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ, შემდეგომ ეტაპზე მათ პრაქტიკულად, ეს მიმართულება დახვეწეს და აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს ”მრეწველებს”, შესაბამისად, ფავორიტებში ”რესპუბლიკელებისა” და ”დემოკრატების” გვერდით ვეღარ დავასახელებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ”ეროვნულ ფორუმს”, ივანიშვილის თქმით, ეს პარტია სამწუხაროდ, დღეს არ ჩანს. ”ერთი გამოჩენა რაც ვნახე რამდენიმე დღის წინ, სადღაც მაჟორიტარი აირჩიეს და ერთი განცხადება რაც ჰქონდათ ის იყო, რომ ბიძინა უნდა დამთავრდეს პოლიტიკაშიო. შესაბამისად, მათზეც ბევრს ვერ ვილაპარაკებ დღეს”, – განაცხადა ივანიშვილმა. 
 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...