მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნაციონალური მოძრაობისა'' და ,,ქართული ოცნების'' საარჩევნო სიები რადიკალურად განსხვავებული პრინციპით...

,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სიები რადიკალურად განსხვავებული პრინციპით დაკომპლექტდა

Published on

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია  პარტიის ცენტრალურმა ოფისმა რეგიონული ოფისების ჩართულობით დააკომპლექტა, განსხვავებით ქართული ოცნების სიისაგან, რომელიც   ივანიშვილის მიერ არის დაკომპლექტებული.- განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა კურიერში გააკეთა. 
,,ჩვენს სიაში არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება, ეროვნულ დონეზე არ არიან ცნობილები, მაგრამ რეგიონში, იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობენ, ცნობილები არიან,"- დასძინა მან. –  სიაში ძალიან ცნობილი სახეების დიდი ნაწილი ვერ მოხვდა, მათ შორის გიორგი გაბაშვილიც, რომელიც რამდენიმე მოწვევის პარლამენტში იყო და პარტიის გამორჩეული ლიდერია. ''
დეპუტატმა სანდრა რულოვსის პოლტიკაში მოსვლის მიზეზებზეც ისაუბრა. 
"სანდრა რულოვსი, როცა პირველი ლედი იყო , არაერთი მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული. ის არაერთი სამედიცინო პროგრამის ინიციატორია, თუნდაც, მკერდის კიბოს პროგრამის და სხვა. ქალბატონმა სანდრამ, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტმა, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის გადარჩენის საქმეში," – განაცხადა კანდელაკმა. 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...