მთავარისიახლეებიპოლიტიკაბურჭულაძეს ოპონენტებმა თავზე გირჩები დააყარეს: ,,მან პარტია ,,გირჩს'' მიყიდა'',,გირჩს'' ბიძინა ივანიშვილი...

ბურჭულაძეს ოპონენტებმა თავზე გირჩები დააყარეს: ,,მან პარტია ,,გირჩს” მიყიდა”,,გირჩს” ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს”

Published on

,,გირჩს'' ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ,"- ეს განცხადება რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში დეპუტატმა და რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა, გააკეთა.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას აღნიშნული ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა, თუმცა მას არ დაასახელებს .
ბერძენიშვილის თქმით, "გირჩის, გიორგი ვაშაძისა და მამუკა კაციტაძის ერთობა შეუძლებელია ბუნებრივი იყოს და ბლოკი ხელოვნურად არის შექმნილი. ამ სამი პარტიის ბურჭულაძისთვის ხელოვნურად მიერთება საქართველოში მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, შეეძლო.".
დეპუტატი ბერძენიშვილი ამბობს, რომ, რაც ეს ხელოვნური გაერთიანება მოხდა,  პაატა ბურჭულაძის რეიტინგი საგრძნობლად ეცემა და  დიდია შანსი იმისა,  რომ იგი პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდეს. 
"სიაში ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან 3 ადამიანია წარმოდგენილი. ძირითადი სია დააკომპლექტა გირჩმა, დანარჩენები პავლე კუბლაშვილის ლოიალურობიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს რეალობა ის, რომ ამ სიაში არიან გამყიდველი ნაციონალები, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვეს და ახლა ბურჭულაძის სახელით ცდილობენ პოლიტიკაში დაბრუნებას. ბურჭულაძე ხალხს ატყუებს მას პარტია აღარ დარჩა, ატყუებს ამომრჩევლებს. პაატა გაიქცა და ამერიკაში და სიის ჩამოყალიბება პავლე კუბლაშვილს მიაბარა," – განაცხადა გუშინ  ხათუნა ლაგაზიძემ, რომელმაც ბურჭულაზის პარტია ხმაურით დატოვა.
 შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა  პაატა ბურჭულაძემ ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს უპასუხა. 
"განრისხება, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ გამოიჩინა, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მან იცოდა ეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ გუნდურად განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენი პრიორიტეტია პარლამენტში შევიდნენ საქმის მკეთებლები და არა მოლაპარაკეები, იმიტომ რომ მოლაპარაკე ისედაც ძალიან ბევრია პარლამენტში, ხოლო როგორ გაკეთდეს საქმე, არ იციან,"-განაცხადა.პარტიის ლიდერმა, იგი ხაზს უსავამს აგრეთვე, რომ  პარტიაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების არსებობასაც გამორიცხავს.
პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ  რამდენიმე დღეში ლაგაზიძეს წყენა გადაუვლის და ინანებს თავის საქციელს. 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა...

კოალიცია ხოშტარიაზე-14 საათზე ველოდებით დასკვნას, შემდეგ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯებს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართეს....

პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის...

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის...