ვინ არის დამნაშავე? – ბიძინა ივანიშვილის მიერ ზუგდიდში გაკეთებული განცხადებების ექო

0
388

 

 
დღეს ქართული ოცნების პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პრესკონფერენცია გამართა და წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარ ინცინდენტებში ცალსახად დასდო ბრალი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა  ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე  და  მსგავსი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა პოლიტიკურ ოპონენტებს.
„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენ დაგვარწმუნა, რომ პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი. ჯერჯერობით მასშტაბი არ არის დიდი, თუმცა დინამიკა არის მზარდი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 
მმართველი პარტია თვლის , რომ ამ დროისთვის სამართალდამცველების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.''
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციების განსაკუთრებული კონცენტრაცია შეიმჩნევა სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდში და აჭარაში, სადაც პარტია ”ქართული ოცნების აქცივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. 
”3 სექტემბერს ჩვენს კანდიდატს, მერაბ ქვარაიას ზუგდიდში ჰქონდა მოსახლეობასთნ შეხვედრა, სადაც მივიდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” სიის მე-13 ნომრის, ქებურიას დედა მზია გახარია და მისი აქტივისტები. მათ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვასა და პროვოკაციულ ქმედებებში. გარდა ამისა, 6 სექტემბერს ზუგდიდში ჩვენს მეორე კაბდიდატს, ედიშერ თოლორაიას ჰქონდა შეხვედრა ანაკლიაში მოსახლეობასთან, სადაც მივიდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი ცხადაია და სხვები. ისინი გამოირჩეოდნენ ლანძღვითა და პროვოკაციული მოქმედებებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
მისივე თქმით, მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბათუმში. პარტიის ორ კანდიდატს, ფატი ხალვაშსა და ვახტანგ წულაძეს ჰქონდა შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდნენ ”ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს ყოფილი წევრი ნაზი ფუტკარაძე და ვინმე ივანიძე, რომელიც ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილია. 
”მათ ადგილზე მოაწყვეს პროვოკაცია. .ამას მოჰყვა ჩვენი აქტივისტების მხრიდან რეაქცია, თუმცა ეს იყო ღირსეული. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და ღირსეული პასუხით შემოიფარგლნენ. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
”ჩვენ არც ერთი კონტრაქცია არ მოგვიწყვია არც ერთი ოპონენტის წინააღმდეგ და იმავესკენ მოვუწოდებთ ოპონენტებს”, – განაცხადა კობახიძემ და :ქართული ოცნების” აქტივისტებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო  ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდა   თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და კონტრაქციების მოწყობიდან.
ირაკლი კობახიძის განცხადება  ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციული მოქმედების შესახებ არის პირდაპირი გადამღერება    ბიძინა ივანიშვილის მიერ ზუგდიდში,  რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებისა, რომელიც კორცხელისა და ჯიხაშკარის ინცინდენტებს ეხებოდა და არაორაზროვნდა მიანიშნებდა რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თვითდარბევა მოიწყო. 

,, კორცხელის  საქმის გამოძიება ჯერ არ არის დასრულებული. ,, მაგრამ ის ხელკეტები რომელ მანქანებშიც იდო, ძალიან კარგად ჩანდა . ნუ, პროფესიონალები არიან პროვოკაციების.''
„. არავითარი სურვილი დღევანდელ ხელისუფლებას ვინმეს შეუქნას ცუდი პირობები არჩევნებში არ აქვს, არც ხელწერა აქვთ. მე ვესაუბრე კვირიკაშვილსაც, რაც შეიძლება მეტი კამერა უნდა იდგეს, ყველა კუთხეში,რომ პროვოკაცია ნებისმიერი თავიდან ავიცილოთ. საუბედუროდ უფრო ღრმად ვერ გეტყვით, გამოძიება გრძელდება“-  ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა კითხვას რატომ არ არიან  დასჯილი კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას ითვალისწინებს. 
არის განსხვავება ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს შორის – ივანიშვილი გამოძიებაზე ლაპარაკობს, კობახიძე იმაზე, რომ სამართალდამცველთა ჩარევის საჭიროება არ არსებობს. ეს უკანასკნელი ახმოვანებს იმას, რაც არ თუ ვერ თქვა ივანიშვილმა – ხელისუფლება არაფრის გამოძიებას არ აპირებს, მან უკვე მოახდინა დამნაშავის'იდენტიფიკაცია, ეს დამნაშავე ის არის, ვინც მიუხედავად ხელისუფლების მზარდი წინააღმდეგობისა,  მისთვის შემაშფოთებელ რეიტინგს კრებს, თუმცა კი თვითდამშვიდებისათვის აკვიატებული აქვს ფრაზა, რომ ნაციონალური მოძრაობა მარგინალურ ძალად იქცა. 
შეგახსენებთ, ჟურნალისტების  კითხვის პასუხად, როგორ აფასებს ,, ქართული ოცნების'' შანსებს სამეგრელოში, სადაც საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე გახდა ცხადი, რომ ბრძოლა იქნება ძალიან მწვავე, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა (რამდენადმე გაუბედავად) ,  რომ დარწმუნებულია გამარჯვებაში, თუმცა ეს არ იქნება იოლი.,, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ნაციონალურ მოძრაობას სწორედ სამეგრელოში ყავს და ამას ყველა გამოკითხვის შედეგებიც აჩვენებს –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში.
 
 
წინა სტატიაირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დაინიშნენ
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი ზუგდიდობის დღესასწაულს დაესწრო ზუგდიდელებს სახალხო დღესასწაული მიულოცა(VIDEO)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური