მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსმა დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა რამდენიმე სოფელში გამართა. (Video)

სანდრა რულოვსმა დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა რამდენიმე სოფელში გამართა. (Video)

Published on

შამგონაში მაჟორიტარმა კანდიდატმა იმ პროექტებზე ისაუბრა რომელსაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განახორციელებს.სანდრა რულოვსის თქმით ხალხმა მისცა ქართულ ოცნებას  ოთხი წელი ,მაგრამ მათ ვერ შეძლეს ქვეყნის სწორი მიმართულებით წაყვანა,ამიტომაც დროა მართვის ბერკეტები სხვამ გადაიბაროს და მოსახლეობის პრობლემებს მიხედოს.სანდრა რულოვსი კოკის მოსახლეობასც შეხვდა ,ამომრჩევლებს ანზორ მელიამაც მიმართა რომელიც სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად სპეციალურად ჩამოვიდა.ამომრჩევლები მაჟორიტარობის კანდიდატს სოფლის პრობლემებზე ესაუბრნენ და  სოფელში ბაღის აშენების, გზის დაგებისა და ამბულატორიის აღგდენის სურვილი გამოთქვეს.სოფელ ჭკადუაშში სანდრა რულოვსის მხარდამჭერები  და ადგილობრივები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ამ პარტიას შეუძლია ქვეყნის გადარჩენა.ყველაზე თბილი დახვედრა სანდრა რულოვსს ყულიშკარში მოუწყვეს. კანდიდატს სიტყვა ოვაციებითა და შეძახილებით რამდენჯერმე გააწყვეტინეს, მის მიერ გაკეთებული საქველმოქმედო საქმეები გაიხსენეს და ყოფილ პირველ ლედის 8 ოქტომბერს გამარჯვება უსურვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ყურარება გაამახვილა ქვეყნის ერთიანობასა და დასავლურ კურსზე და განაცხადა, რომ ქვეყანა აუცილებლად სწორი გზით უნდა წავიდეს.პენსიის გაზრდა, სოციალური და ჯანდაცვის პაკეტების გაუმჯობესება, ახალი9 და შეჩერებული პროექტების განხორციელება და სამუშაო ადგილების შექმნა- ეს კანდიდატის სააღცევნო პროგრამის ის ძირითადი ჩამონათვალია, რომლის განხორციელებასაც პარტია გამარჯვების შემთხვევაში დაიწყებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სანდრა ელისაბედ რულოვსმა ყულიშკარის წმ. გიორგის მამათა მონასტერი მოილოცა.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...