მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი შეცდომებსა და აგრესიაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გამოვლინდა

პრეზიდენტი შეცდომებსა და აგრესიაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გამოვლინდა

Published on

 შეცდომები და აგრესია, რომელიც გარკვეულწილად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გამოვლინდა, გარდამავალი პროცესის ბრალია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილ  კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალი არის სრულიად არაპოლიტიზირებული, არის ორიენტირებული მთავარზე, კონსტიტუციის და სახელმწიფოს ფუნქციონირების არაპოლიტიკურ, არა კონიუნქტურულ დაცვაზე.
”ჩვენ ვთქვით, რომ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფლება კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანების თავისუფალი საზოგადოება შევქმნათ ისეთ პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირებით, რომელიც ერთდროულად პიროვნების თავისუფლებასაც და ამავე დროს ეფექტურ და ეფექტიან მმართველობას გულისხმობს. ამ გზის გასავლელად ბუნებრივია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მნიშვნელოვანწილად ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ერთდროულად სახელმწიფოს ფუნქციონირებას და პიროვნების თავისუფლებას, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი თავისუფალი საზოგადოების შექმნას, არის სწორედ სასამართლო სისტემა და ამ სისტემაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს საკონსტიტუციო სასამართლო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
”ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის 9 ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი ხარისხის დაცულობა და ჩვენ ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ კონსტიტუციის შემქმნელებსაც, შესაბამისი კანონების დამწერებსაც, მაგრამ ამავე დროს, მათ გააჩნიათ უმაღლესი უფლება, შეცვალონ თანამდებობების პირთა, ან ისეთი ძლიერი ინსტიტუტის, როგორიც არის პარლამენტის გადაწყვეტილება, შეცვალონ ის შეხედულებები, რომელიც აქვთ პოლიტიკოსებს და დაგვაბრუნონ იმ ძირითად ჩარჩოებთან, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი კონსტიტუცია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ახლა გაიგო და ახლა გაიაზრა საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობა და როლი, ის ძალიან დიდი უფლებები და პასუხისმგებლობა, რომელიც გააჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.
”ის მართლაც გახდა უძლიერესი ინსტრუმენტი სახელმწიფოს გაძლიერების, ის გახდა სწორედ ის რესურსი, რომელსაც აქტიურად მიმართავენ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამართალს სწორედ ამ ინსტიტუტში ეძებენ. მინდა შევეხო თქვენ მიერ დასახელებულ საკითხებს. ის შეცდომები და აგრესია, რომელიც გარკვეულწილად გამოვლინდა, ესეც ამ გარდამავალი პროცესის ბრალია და ბუნებრივია, მთლიანად საზოგადოებამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა სათანადო შეფასება მისცა იმ არასტანდარტულ ქცევებს, რომელიც განხორციელდა რიგ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მე მჯერა, რომ ასეთი თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია. თქვენ ძალიან ხმამაღლა იცავდით ამ ინსტიტუტს და ეს ასეც უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...