მთავარისიახლეებიპოლიტიკაირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დაინიშნენ

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დაინიშნენ

Published on

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, გიორგი კვერენჩხილაძე, დანიშნა. 
განცხადებ აამის შესახებ  გააკეთა თავად პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოსვლისას .
"ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ორი მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უნიშვნელოვანეს პერიოდში," – განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, ახლადდანიშნულ მოსამართლეებს დადებით შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ირინა იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს დიდი ხანია, იცნობს და იმედი აქვს, რომ ისინი წარმატებულს გახდიან მომავალი 10 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს.
„დღეს დანიშნულ მოსამართლეებზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვახსენო. ეს პრეზიდენტის პრეროგატივა იყო და ერთპიროვნულად შეეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება. ორივე კანდიდატურას დიდი ხანია, ვიცნობ და იმედი მაქვს, რომ შეძლებენ, ღირსეულად გააგრძელონ და კიდევ უფრო წარმატებული გახადონ სასამართლო მომავალი ათი წლის განმავლობაში,“ – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაანაცვლებენ გიორგი პაპუაშვილს და კონსტანტინე ვარძელაშვილს , რომელნიც  პრეზიდენტის კვოტით ისინი იყვნენ დანიშნული.  
მათ უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...