მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ,,ზუგდიდობაა'', ვაცილებთ ძველს - ვეგებებით ახალს

დღეს ,,ზუგდიდობაა”, ვაცილებთ ძველს – ვეგებებით ახალს

Published on

დღეს  ქალაქი „ზუგდიდობის“ დღესასწაულის აღნიშნავს.
დღესასწაული  ძველი კალენდრით ახალი წლის დამდეგს დაემთხვა, 14 სექტემბერს ( 1 სექტემბერს) სამეგრელოში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანები ეთხოვებოდნენ ძველს და ეგებებოდნენ ახალს, საიმედოს, უკეთესს. ზუგდიდობა, რომელიც  დღეს ლოკალურ დროთა გასაყარზე იმართება, მოიცავს სასიკეთო  ცვლილებების მოლოდინს : ვაცილებთ ძველს – ვეგებებით ახალს  
 
ზუგდიდის ქუჩებში  უკვე   ხალხმრავლობაა , ცენტრალურ ბულვარში და მთავარ პროსპექტზე მოწყობილ ფარდულებში და სტენდებზე  დილიდან არის გამოფენილი ხალხური რეწვის ნიმუშები, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრები და ქალაქის ისტორიული ფოტოები, თუმცა ქალაქის დღეობა 12:00 საათზე გაიხსნება საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით 
როგორც სადღესასწაულო პროგრამაშია  აღნიშნული: 
12:00 საათიდან 17:00 საათამდე ცენტრალურ ბულვარში, სხვადასხვა ადგილას ფოლკლორული და საბავშვო ანსამბლების კონცერტები გაიმართება.
13:00 საათიდან დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექურული მუზეუმის ეზოში დაიწყება თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც აგებულია   ძველი ზუგდიდის ცხოვრების მოტივებზე, წარმოდგენაში  გაცოცხლდება სცენები ,,მთვარის მოტაცებიდან'' და  ისტორიული-დოკუმენტური ჩანაწერებიდან, რომელშიც ფიგურირებენ სამეგრელოს მთავრები და სხვა ისტორიული პირები, მათ შორის ბერტა ფონ ზუტნერი და იოანე მეუნარგია. 
16:00 საათზე დადიანების სასახლეთა პარტერშივე  გაიმართება საპატიო სტუმრების მიღების ცერემონიალი. სტუართა შორის იქნებიან ს მთავრობის წევრები, პარლამენტარები და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები .
16:00 საათზევე გაიხსნება რეზო ბულიას სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩელას“ვარსკვლავი  ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში 
16:15 საათზე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექურული მუზეუმის ეზოში სიმებიანი კვარტეტის კონცერტი დაიწყება.
17:00 საათზე კი დადიანების სასახლეთა ეზოში საზეიმოდ დასახელდებიან  ადამიანები, ვისაც  საპატიო ზუგდიდელის'' წოდება ენიჭება.  დაჯილდოების ოფიციალური საზეიმო ცერემონიალი გაგრძელდება  კონცერტით „ზუგდიდობა 2016“, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ  ანსამბლი „ოდოია“, ქართული ესტრადის წარმომადგენლები დავით ევგენიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე  და სხვ. . საღამოს წამყვანები ეკა ხოფერია, ლევან ხურცია და მირიან ჯეჯელავა იქნებიან.
21:00 საათზე „CHECK IN GEORGIA“-ს ფარგლებში ზუგდიდს ცენტრში  გაიმართება კიდეფ ერთი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობასქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“, ელენე ფოჩხუას, თემო საჯაიას, სოფო ბედიას, ბორის ბედიასა და ანსამბლ  „ფორტეს“ მონაწილეობით. 
,,ზუგდიდობის'' ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან. ზუგდიდობა 2016 -ის მთავრი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.

სიახლეები

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...

ზელენსკის თქმით, “უახლოეს მომავალში” პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 დეკემბერს დაწერა, რომ "უახლოეს მომავალში" აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან...