ხათუნა ლაგაზიძე: ,,ვეცადე დავკავშირებოდი პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ მან კონტაქტი არ ისურვა”

0
370
ხათუნა ლაგაზიძემ  „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა. იგი არ არის „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ 30-კაციან საარჩევნო სიაში.  
საარჩევნო ბლოკის  ლიდერს ამასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, რადგან აშშ – ში იყოფება, თუმცა ინფორმაცია დაადასტურა  ბლოკის ერთერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ : „როგორც ვიცი, ხათუნა ლაგაზიძემ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, დანარჩენ განმარტებას, ალბათ, თავად პაატა ბურჭულაძე გააკეთებს. “ – განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია ,,იბერიის'' ეთერში.  
თავად ხათუნა  ლაგაზიძემ დღეს მედიასთან საუბარში განმარტა, რომ  პარტია ნამდვილად დატოვა და ამის მიზეზად ბურჭულაძის მხრიდან არაკეთილსინდისიერი გარიგებები დაასახელა. 
,, პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტია.  როდესაც შედგა  გაერთიანება  ,,გირჩს'', ვაშაძესა და პაატა ბურჭულაძეს შორის, მაშინ ამის ერთადერთი  არგუმენტი იყო ის, რომ  პარტია სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო,  ეს იყო იძულებითი გზა, რომელსაც პარტიის გადარჩენა შეეძლო. ოღონდ პარტიის გადარჩენაში მინიმუმ უნდა იგულისხმებოდეს ის, რომ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი იყოს პარტია სულ მცირე ნახევარით მაინც.  პირველ 12 კაცში კი პარტიიდან მხოლოდ სამი ადამიანია მოხვედრილი. აქედან გამომდინარე,  ეს იყო არა პარტიის გადარჩენისკენ მიმართული ნაბიჯი, არამედ პარტიის გაყიდვა.  სიიდან გამომდინარე,  პაატა ბურჭუაძემ  სია მიყიდა ,,გირჩს'' და იმ ადამიანებს, ვინც ,,გირჩს'' და ვაშაძეს აფინანსებს. საკუთარი სახელისა და გვარის უკან მას შეყავს სია, რომელიც უპირატესად დაკომპლექტებულია ნაციონალებიდან.'' – ამბობს ლაგაზიძე. 
,,აქ განაწყენებაზე საუბარი არ არის. ბოლო წუთამდე ვცდილობდით, რომ გადაგვერჩინა პარტია, რომ სიაში მეტნაკლებად ასახულიყო პარტიის ის რგოლი, რომელიც რეალურად განახლებისთვის მოდიოდა. მე შემიძლია გითხრათ, რატომ არ წამოვედი ამ დრომდე პარტიიდან. აქამდე არ წამოვედი იმიტომ, რომ ფაქტი მინდოდა მჭეროდა ხელში, რომ არა გუნდმა გაყიდა პაატა ბურჭულაძე, როგორც ის აცხადებდა, არამედ პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი გუნდი.  ახლა ამის დამადასტურებელი დოკუმენტია  სია, რომელიც მან დადო და რომელიც ქვეყნის უსფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ''  – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე  
კითხვაზე, რა დამოკიდებულება აქვს მისი წასვლისადმი პაატა ბურჭულაძეს, ხათუნა ლაგაზიძემ უპაუხა, რომ  სცადა მასთან ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ კონტაქტზე უარი თქვა. 
ხათუნა ლაგაზიძის წასვლას ბლოკიდან საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი ხსნის მისი განაწყენებით იმის გამო, რომ სიაში  ვერც თვითონ და ვერც მის მიერ რეკომენდებული ადამიანები ვერ მოხვდნენ.  
 

 ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორ,აცია, რომ ხათუნა ლაგაზიძის  მსგავსად  პარტია  "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა მისმა კიდე ერთმა სახემ გიორგი რუხაძემ .  
იგი  პარტიიდან წასვლის მიზეზებს სოციალურ ქსელში მოკლედ განმარტავს და აცხადებს, რომ პარტიულ სიაში ყოფნაზე პირადი მოსაზრებებით თქვა უარი. 

 
 
 
 
 
 
წინა სტატიასაარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გახშირდა სხვადასხვა სახის დარღვევები
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე და გოგი თოფაძე ცესკოში ,,საჩხუბრად” მივიდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური