მთავარისიახლეებისაზოგადოება,, გირჩი'' არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, იგი არ არის იმ...

,, გირჩი” არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, იგი არ არის იმ 27 საარჩევნო სუბიექტს შორის, რომელიც ცსკო-მ გუშინ დაარეგისტრირა

Published on

ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი არჩევნებში  მონაწილეობას არ  მიიღებს. პოლიტიკურმა გაერთიანებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას  გუშინ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განცხადებით მიმართა და   რეგისტრაციის გაუქმება სთხოვა, ცესკომ რეგისტრაცია გააუქმა. ,,გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე  „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ 30-კაციან საარჩევნო სიაში მეთორმეტე ნომრად არის წარდგენილი. მას  რაიმე განმარტება რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების თაობაზე საჯაროდ ამ დრომდე არ გაუკეთებია,. 
 
ცესკოს მონაცემებით,  იმ 28 სუბიექტიდან, რომლებმაც გუშინ დღის ბოლომდე წარადგინეს მაჟორიტარული და პარტიული სიები, რეგისტრირებულია 27.   მთელი დღის განმავლობაში ცესკოში პარტიების წარმომადგენლები  რიგრიგობით არეგისტრირებდნენ დოკუმენტებს. დოკუმენტები მიიტანეს გაერთიანება თოფაძე მრეწველები – ჩვენი სამშობლოს  წარმომადგენლებმაც, მაგრამ ამ დოკუმენტებში არ აღმოჩნდა პარტიული სია, რის გამოც ცესკომ იგი რეგისტრაციიდან მოხსნა. 
 
ყველაზე სქელტანიანი საქაღალდე კომისიაში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა წარადგინეს. პირველ ათეულში 8 ახალი სახეა. ოპოზიციონერებს მიჩნიათ, რომ ახალი სახეებით დაკომპლექტებული ათეული წარმატების გარანტია.
200 კაციანი სია წარადგინეს თავისუფალმა დემოკრატებმა. ალასანიას პარტიის პირველ ათეულში ახალი მხოლოდ ერთი ახალი სახეა – მეშვიდე ნომერი, თამარ კეკენაძე. 
ცესკოში დღის მეორე ნახევარში წარადგინა საკუთარი სია ბურჭულაძის პარტიამ. პარტიის წევრთა განმარტებით, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის სიის ფორმირებისას აქცენტი კანდიდატების პროფესიონალიზმზე გაკეთდა. სიაში არ არის ხათუნა ლაგაზიძე, გ მან პარტია დატოვა. 
ნათელაშვილის პარტიის ათეულში მოხვდნენ ლეილა გაფრინდაშვილი, ასმათ ტყაბლაძე, თემურ წიკლაური. სიის პირველი ნომერი შალვა ნათელაშვილია, მეორე ნომერი კი გიორგი გუგავა.
ნინო ბურჯანაძის საარჩევნო სიის პირველ ხუთეულში მოხვდა ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძე. ის მეოთხე ნომერია. პირველი სამი ადგილი ნინო ბურჯანაძემ, დიმიტრი ლორთქიფანიაძემ და გიგლა ბარამიძემ გაინაწილეს.
 

 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...