მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს თსუ რექტორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. სტუდენტები რამდენიმე სავარაუდო კანდიდატის წინააღმდეგ ბრძოლის...

დღეს თსუ რექტორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. სტუდენტები რამდენიმე სავარაუდო კანდიდატის წინააღმდეგ ბრძოლის თადარიგს იჭერენ

Published on

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. მათ განცხადება 14 სექტემბრამდე უნდა შეიტანონ, ასევე უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია.
არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ აკადემიური საბჭოს 36 წევრი. უნივერსიტეტს უკვე რამდენიმე თვეა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს.
2013 წელს არჩეულმა ლადო პაპავამ თანამდებობა უმაღლეს სასწავლებელში შექმნილი ვითარების გამო ვადაზე ადრე დატოვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იმედოვნებენ, რომ რექტორის არჩევნებში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში საჭირო რეფორმებს გაატარებს.
სტუდენტების ინფორმაციით, რექტორობისთვის აპირებს იბრძოლოს განათლების მინისტრის მოადგილემ გია შერვაშიძემ, რასაც ისინი აპროტესტებენ.
„მოქმედი მთავრობის წევრები არ უნდა გადმოდიოდნენ პირდაპირ უნივერსიტეტში რექტორის პოზიციაზე, ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი“ – აცხადებს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი.
აუდიტორია 115-თვის ასევე მიუღებელია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელიც გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას.
მათი თქმით, დარეჯან თვალთვაძე აქამდეც იყო საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, თუმცა მას უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ ქმედითი არაფერი გაუკეთებია.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...