მთავარისიახლეებისაზოგადოებაწავა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არჩევნების შემდეგ?

წავა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არჩევნების შემდეგ?

Published on

,,ქვეყნიდან არ წავალ და მათ არ ექნებათ ძველი ტაშფანდურა, პოლიტიკიდან კი ერთხელ უკვე წავედი'' – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია ,,კოლხეთი – 89 ''  ჟურნალისტის ნერონ  კაჭარავას შეკითხვას, წავა თუ არა პოლიტიკიდან არჩევნების შემდეგ.
,, ყიჟინებენ , რომ ის წავა ქვეყნიდან . უნდათ რომ როგორმე გავეცალო ქვეყანას, მაგრამ რასაც ეძახიან წასვლას, ეს ისეთი წასვლა არ იქნება. მათ უნდათ წავიდე იმიტომ, რომ მაქვს  ავტორიტეტი ხალხში და ამიტომ უნდათ ჩემი წასვლა, მაგრამ მე არ წავალ,  მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე და დავრჩები ქვეყანაში, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკას, მე ერთხელ  უკვე წავედი პოლიტიკიდან და წავედი ისე  ღირსეულად, როგორც აქამდე არავინ წასულა და  ეს შეიძლება ერთადერთი შემთხვევა იყოს მსოფლიოში, როგორ ღირსეულადაც მე წავედი. ამით ვაჩვენე, რომ პოლიტიკაში მოსვლა არ იყო ჩემი პირადი ამბიცია, რომმე მინდა რაღაც თანამდებობა მივიღო. 
ივანიშვილი კვლავ იმეორებს, რომ მან თავი გადადო, გაწირა, როცა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა , მოვიდა, გადაალაგა ყველაფერი და თვითონ წავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის საქმეებიმას როგორც მოქალაქეს აღარ ეხება. ,,მე ვარ მოქალაქე და მოქალაქის მოვალეობაა თვალი მიადევნოს ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება.  მან მოუწოდა მოქალაქეებს მივიდნენ არჩევნებზე და თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ,,მე მესმის, რომ ბევრი არ აპირებს წასვლას არჩევნებზე, მაგრამ ასე არ შეიძლება,    ამის თქმა რომ ვიღაც გააგდო,  წავუდეს და სხვა გააკეთებს,  მიიღებთ გაცილებით უარესს. ნურავის მიანდობთ თქვენს ბედს, თვალი მიადევნეთ პროცესებს, ჩაერთეთ ანალიზში და აუცილებლად მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით თქვენთვის სასურველ კანდიდატს. – აღნიშნა მან 
 

სიახლეები

დღეს, 15 საათზე “იფიცება საქართველო”

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. პროტესტის მიზანი...

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას...