მთავარისიახლეებიპოლიტიკაყოფილი პრემიერი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდიდან ხმაურით გააცილეს

ყოფილი პრემიერი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდიდან ხმაურით გააცილეს

Published on

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ  ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის  პარალელურად  კულტურის ცენტრ "ოდიშის" მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტროტუარების მოპირკეთების სამუშაობეში დასაქმებული მუშების აქცია მიმდინარეობდა ,  ისინი ყოფილ პრემიერ მინისტრთან  შეხვდრას და  კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვდნენ, "თუმცა მათი თქმით, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.აქციის მონაწილეებთან საკრებულოს წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“  ანა წითლიძეც იმყოფებოდა. შეკრებილების განცხადებით,  ივანიშვილთან სოციალურ საკითხებზე უნდოდათ საუბარი.აქციის მონაწილეებთან მისვლა და გასაუბრება ყოფილმა პრემიერმა არ მოისურვა.შეგახსენებთ , რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოებში დასაქმებული მუშები   პერიოდულად მართავდნენ აქციებს რამდენიმე თვის განმავლობაში  კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. სამეგრელოდან ყოფილი პრემიერი ხმაურის ფონზე გააცილეს.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...