მთავარისიახლეებიპოლიტიკანატო-ს გენერალური მდივანი და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ქართველ კანონმდებლებს შეხვდნენ

ნატო-ს გენერალური მდივანი და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ქართველ კანონმდებლებს შეხვდნენ

Published on

ნატო-ს გენერალური მდივანი და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ქართველ კანონმდებლებს შეხვდა. 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მომავალ წელს, თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გამართვის შესახებ, რაც, მათი თქმით, კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია.
,,ნატო-ს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატო-ში წევრობა აშორებს'' -ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნატო-ს გენერალური მდივნისა და ქართველი დეპუტატების ერთობლივ შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან  ნატო-ში ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანა აგრძელებს საჭირო რეფორმების გატარებას და   აქვს შესაძლებლობა იყოს ნატო-ს საქმიანობის სრულფასოვანი მონაწილე 
 "საქართველოს პარლამენტს აქვს განსაკუთრებული მიზეზი იყოს ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პატივი მომავალ წელს მაისში საქართველოში ვუმასპინძლოთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიასაც,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ვარშავის სამიტი იყო საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურება. მისი თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობა არ არის ცალმხრივი, ალიანსი ძალიან ბევრს იღებს საქართველოსგან და არა მარტო ავღანეთში. მან ასევე განცხადა, რომ აქტიურია თანამშრომლობა ტერორიზმის გლობალური საფრთხის წინააღმდეგაც.
შეხვედრის დაწყებამდე  იენს სტოლტენბერგმა და დავით უსუფაშვილმა პირისპირ ისაუბრეს.
 
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...