მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობის უკან რუსეთის კვალს ხედავს(video)

ბიძინა ივანიშვილი რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობის უკან რუსეთის კვალს ხედავს(video)

Published on

მოგეხსენებათ, გასულ წლებში რუსეთს არაერთხელ მოუწყვია ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. რაც დადასტურებულია გამოძიებით და შესაბამისად სასამართლო განჩინებით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამას წინათ რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობას უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს? თქვენ გამორიცხავთ თუ არა ამის შესაძლებლობას?- კითხვაზე ბიძინა ივანიშვილის პასუხი ასეთია.
 
„პრევენცია რომელიც გააკეთა უშიშროების სამსახურმა.არანაირ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. არ იფიქროთ, რომ რუსეთს ვამართლებდე იმ ქმედებაში რაც მოხდა საქართველოში,რა თქმა უნდა ოკუპირებულია ტერიტორიები და ათასჯერ მითქვამს. ვერანაირად ჩვენ ურთიერთობას,   რომელსაც ვცდილობთ რუსეთთან დავალაგოთ, ვერ გადაწყდება დანაკარგების ხარჯზე-  ეს გასაგებია და მკვეთრად ვაფიქსირებ ყოველთვის და აქაც და ამ შემთხვევაშიც მსგავსი პასუხი გექნებათ, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგია, რომ უშიშროების სამსახურმა მოახდინა პრევენცია, აღმოაჩინა და აღკვეთა. უნდა ავირჩიოთ ხელისუფლება, ვინც იზრუნებს ჩვენს სამშობლოზე და მას ამის რესურსი ექნება. როგორც გამოცდილებითი ისე  ცოდნითი და ა.შ აი, ესაა აქაც, რას ფიქრობენ მეზობელი სახელმწიფოები როგორ ქმედებას განახორციელებენ, გარდა ღია განცხადებებისა რომ ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი და ასე შემდგომ. სახელმწიფომ უნდა მართოს სიტუაციები. ჩვენ,  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერც ერთ ჩვენ მეზობელ და უფრო შორეულ სახელმწიფოებს ვერ შევუცვლით ქმედებების მანერას. ჩვენ არა გვაქვს ეს რესურსი,  ჩვენ არავართ აშშ და არავართ დიდი სახელმწიფო,  დემოკრატიული,  რომელთაც ხელეწიფებათ და ჯანსაღ ქმედებებსაც ახდენენ ძალიან ხშირად ამ მიმართულებით. ჩვენ სწორი ხელისუფლება უნდა ავირჩიოთ. და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ავერიდოთ აისბერგებს. ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობები და სწორად გადავანაწილოთ ჩვენი რესურსი.“- ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ფაქტ-მეტრის რეგიონული ანალიტიკოსის თამუნა შონიას კითხვას.

სიახლეები

დავა მორიგ შვეიცარიულ ბანკთან -ოლიგარქის ადვოკატის განცხადება

ოლიგარქის მორიგ დავასთან დაკავშირებით, რომელსაც ის კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკთან - Julius Baer-თან იწყებს,...

“ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას” – ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება...

დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ აშშ-ის კაპიტოლიუმში პირველ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ აშშ-ის კაპიტოლიუმში პირველ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი. მანამდე,...

“ვულოცავ ტრამპს პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას. პატივი იყო ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა” -ზურაბიშვილი

"ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას. ჩემთვის პატივი იყო მის ინაუგურაციაზე დასწრება და...