მთავარისიახლეებიპოლიტიკაექსპერტები ნატოს დელეგაციისა და ალიანსის ლიდერისგან მოელიან კონკრეტულ მესიჯებს პრესის თავისუფლებასა და...

ექსპერტები ნატოს დელეგაციისა და ალიანსის ლიდერისგან მოელიან კონკრეტულ მესიჯებს პრესის თავისუფლებასა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

Published on

ექსპერტები იენს სტოლტენბერგისა და ნატო-ს ელჩების ვიზიტს საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ გარკვეული რეკომენდაციებიც მიიღოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოსგან არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად.
 
"ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსითაც და იმ დროითაც, რა დროსაც ის ხორციელდება. ჩვენი ქვეყანა შედის პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე წინასაარჩევნო პერიოდში. იზრდება გარეშე საფრთხეები და გამოწვევები. ასევე არის ძალიან ბევრი შეკითხვები საზოგადოებაში, რამდენად ეფექტურად მიდის საქართველო ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ ყველაფერზე იქნება ვიზიტის დროს საუბარი,“-განაცხადა ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ბათუ ქუთელიამ.
 
ექსპერტების  აზრით, ვიზიტისას გაჟღერებული იქნება კონკრეტული მესიჯები, რომელიც შეეხება პრესის თავისუფლებას, ასევე საპარლამენტო არჩევნებს. 
 
„მკაფიო გზავნილები იქნება თვითონ არჩევნების დამოუკიდებლობის ხარისხთან და რა თქმა უნდა პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ნატო-ს მთავარი პრინციპები. ყველაზე კარგი ის არის, რომ ისინი თავის მოლოდინებს გააჟღერებენ. რამდენად გაითვალისწინებს ამას ჩვენი ხელისუფლება ეს უკვე სხვა არის,“-განახადა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტმა  ნოდარ ხარშილაძემ რუსთავი 2 – თან საუბარში

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...