მთავარისიახლეებისაზოგადოებამიკროავტობუსის მძღოლმა, მგზავრები მოატყუა, გზაში დატოვა და მათი ფული და ნივთები თან...

მიკროავტობუსის მძღოლმა, მგზავრები მოატყუა, გზაში დატოვა და მათი ფული და ნივთები თან წაიღო

Published on

ურეკიდან სამტრედიის მიმართულებით მიმავალმა მიკროავტობუსის მძღოლმა, მგზავრები მოატყუა, გზაში დატოვა და მათი ფული და ნივთები თან წაიღო. შემთხვევა 4 სექტემბერს, სამტრედიაში მოხდა.მიკროავტობუსში მყოფი 16 მგზავრი მძღოლმა გაზგასამართ სადგურზე ავზის შევსების მიზნით ჩამოსვა და შემდეგ მიატოვა.,,თაღლითმა მძღოლმა მოტყუებით ჩამოგვსვა და თან წაიღო 16 ადამიანის გზის ფული და ჩანთები. 25 წუთი დაგვჭირდა გზაზე რომ გამოვსულიყავით, პატრულის თავი ვის ჰქონდა?! ძალიან  წვიმდა და ცარიელ–ტარიელი უცებ ქუჩაში აღმოვჩნდით. არადა რა პატიოსნად გამოიყურებოდა მძღოლი, წვერებში, პირველად მამაო მეგონა,“ – ამბობს დაზარალებული მგზავრი ლადო აფხაზავა.დაზარალებულის თქმითვე, მიკროავტობუსი თეთრი ფერის, „ფორდის“ მარკის იყო. თუმცა მიკროავტობუსის ნომერი, ვერცერთმა მგზავრმა ვერ გაიხსენა.,,ისეთი დაბნეული ვიყავით, ჩვენგან  არცერთს არ ახსოვდა მიკროავტობუსის სერია და  ნომერი. მე მალე წამოვედი. არ ვიცი, დანარჩენმა დაზარალებულებმა მიმართეს, თუ არა  საპატრულოს,“ – ამბობს ლადო აფხაზავა.
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...