მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯეიმს აპატურაის თქმით მოკავშირეები ელოდებიან უმაღლესი სტანდარტის არჩევნებს საქართველოში

ჯეიმს აპატურაის თქმით მოკავშირეები ელოდებიან უმაღლესი სტანდარტის არჩევნებს საქართველოში

Published on

 სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა; ”ვფიქრობ, მოკავშირეებისგან მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ განაგრძობენ მხარდაჭერის პოლიტიკას. ისინი კიდევ ერთხელ აღიარებენ იმ წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს ქართველი სამხედროების ჩართულობით. მათ სურთ არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესის მიმოხილვაც, მოუთმენლად ელოდებიან პოლიტიკურ დისკუსიებს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტთან, არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ისინი ელოდებიან უმაღლესი სტანდარტის არჩევნებს და ელოდებიან კონსენსუსს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  აპატურაი ტელეკომპანია რუსთავი ორის საკითხსაც შეეხო.”რაც შეეხება ”რუსთავი 2”-ის საკითხს, ნატო თვალყურს ადევნებს მედიის თავისუფლებას, თბილისის ოფისის მეშვეობით. არ ვიცი რა ფორმით წამოწევენ ამ საკითხს მოკავშირეეები, მაგრამ იქნება შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან. საერთაშორისო საზოგადოება ორიენტირებულია ქართული მედიის უმაღლეს სტანდარტებზე, როცა საქმე მედიის დამოუკიდებლობას ეხება. ვერ ჩავერევი შიდასამართლებრივ პროცესში, თუმცა მედიის დამოუკიდებლობა ყველა მოკავშირისთვის მნიშვნელოვანია”, – განუცხადა აპატურაიმ ”რუსთავი 2”-ს.
 
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...