ინციდენტი ჯიხაშკარში- სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს (Video)

0
375
სოფელ ჯიხაშკარში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს  ინციდენტი მოხდა. შეხვედრის მსვლელობისას რამდენიმე ახალგაზრდა  ხმაურითა და სტვენით მივიდა იმ ადგილას, სადაც შეხვედრა ტარდებოდა. იყო პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, უცნობი  პირები აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართაც, ხელით ეხებოდნენ კამერებს და მიკროფონებს და გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე სამართალდამცავები არ იმყოფებოდნენ, სიტუაციის განმუხტვა კი ადგილობრივებმა მოახერხეს.შეხვედრაზე მოსულმა ადგილობრივებმა სოფლის ცენტრიდან გააძევეს პროვოკაციის მომწყობი ახალგაზრდები. ჯიხაშკარელები ამბობენ, რომ ისინი ადგილობრივები არ არიან და მათ უნდოდათ შეხვედრის ჩაშლა და კორცხელის ინციდენტის გამეორება.ინციდენტზე პასუხისნგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ხელისუფლებას დააკისრა. სანდრა რულოვსი მომხდარში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ადანაშაულებს.ჯიხაშკარის ინციდენტში მონაწილე პირები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, ხელისუფლების მიერ დაქირავებული პროვოკატორები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“  ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა. მისი განცხადებით, გუბერნატორი ადგილზე არ იმყოფება და ჯიხაშკარის ინციდენტთან კავშირი არა აქვს.ჯიხაშკარის ინციდენტზე კომენტარი გააკეთეს „ქართული ოცნების“ შტაბში. შტაბის უფროსმა ლაშა გვასალიამ  „ოდიშთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა რომ ეს არის სამწუხარო, მაგრამ პროტესტის სამართლიანი გამოვლინება. ლაშა გვასალია ინციდენტში მონაწილე პირების „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს უარყოფს.ჯიხაშკარის ინციდენტი „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმაც“ შეაფასეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 
 
წინა სტატიაარასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯიხაშკარსა და გორში მომხდარ ინციდენტებზე რეაგირების სწრაფად მოხდენას ხელისუფლებას სთხოვს
შემდეგი სტატია79 წლის ციალა ჯოჯუა ისევ შიმშილობას იწყებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური